ესაარაცაა

მთავარი / ესაარაცაა

ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების მხარადასაჭერად მუსიკა ჯანმრთელობისათვის ...

გრეჰემ თორნიკროფტი - ფედერაცია "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" გამგეობის თავმჯდომარე, ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი. 10 ოქტომბერთან დაკავშირებით გთავაზობთ გრეჰემ თორნიკროფტთან ინტერვიუს შეჯამებასა და ამონარიდებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ დიდი მოღვაწის შეფასებები საყურადღებოა ქართველი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიული თემისათვის. წელს თორნიკროფტი თბილისში ორდღიანი კონფერენციის - „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის შეფასების“ ფარგლებში იმყოფებოდა. ის ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების სერვისების სტანდარტებზე სამუშაოდ ფონდ - “ღია საზოგადოება -საქართველოს” მოწვევით ჩამოვიდა. თორნიკროფტმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ის შეეხო იმ ნაპრალს, რომელიც დაბალ და საშუალო განვითარების ქვეყნებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საჭიროების მიუხედავად, სამედიცინო სერვისებით...