რესურსები

მთავარი / რესურსები

2015 წლის ანალიზური მიმოხილვა  მომზადებულია „ჯანდაცვის პოლიტიკის მონიტორინგი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი წამლებისათვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი განხორციელდა „ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის“ მხარდაჭერით.   ...

ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების მხარადასაჭერად მუსიკა ჯანმრთელობისათვის ...

პროექტის ფარგლებში მომზადდა სქელკანიანი სამაგიდო კვლევა მედიკამენტების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის თემაზე. ნაშრომი საჯაროა მასში აღწერილია სფეროში არსებული პრობლემები, გამოკვეთილია ადვოკაციისათვის მნიშვნელოვანი პუნქტები; კვლევის პრეზენტაცია, ისევე როგორც კვლევაში მიმოხილული საკითხების აქტუალიზაცია მოხდა პროექტის მიმდინარეობისას მრავალგზის სხვადასხვა ფორმით: პირისპირი შეხვედრებით შესაბამის სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან; მედიის საშუალებით მრავალგზის პრობლემის აქტივიზაციით; პროექტის მიმდინარეობისას ექსპერტები საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდნენ პრობლემის მიმდინარე საკითხებზე სატელევიზიო პროგრამების( რუსთავი 2, პირველი არხი,… GDS, იმედი, ლიბერალი, ვითანამშრომლეთ ჟურნალისტური საგამომძიებლო ორგანიზაცია სტუდია მონიტორთან, და ჯიპას ჟურნალისტიკის სტუდენტებთან ერთად შეიქმნა ონ-ლაინ რესურსი, სადაც შესაძლებელია ყველა მნიშვნელოვანი კვლევის, ვიდეოს და ისტორიების ნახვა. ეს რესურსი დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას და ქმნის საფუძველს მისი მომავალი...

“მარტოხელა დედები" საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი მარტოხელა დედების პრობლემებს წარმოაჩენს, რომელთა შვილებსაც ფსიქიკური პრობელემები აწუხებთ. საქართველოში არ არსებობს მარტოხელა დედების ზუსტი და სრულფასოვანი სტატისტიკა; მათთვის სპეციალური სოციალური დახმარების სისტემა გაუქმებულია. მარტოხელა დედები ვერ სარგებლობენ შეღავათებით სახელმწიფოსა და დამსაქმებლების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული ფულადი შემწეობები კი, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება. ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილების მშობლების მთავარი კითხვაა: რა მოხდება მას შემდეგ, რაც თავად აღარ იქნებიან ამ ქვეყანაზე, ვინ მოუვლის მათ შვილებს. პროექტზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ელენე ჩაჩავა, ჰასმიკ ჰაირაპეტიან, ნატა ბიწაძე, სონა სიმონიან, თამთა თვალავაძე, თეონა გოდერძიშვილი, თიკა კერესელიძე, გიორგი ფარქოსაძე, თიკო გადელია. კურატორი: თიკო ცომაია. იხილეთ აქ : http://www.newscafe.ge/index.php/en/humanrightsc/1141-2014-05-02-12-01-34 ...