ჩვენ ვიღვწით თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსთვის

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო

ჩვენ შესახებ

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო 2009 წელს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი თავისუფალი, დემოკრატიული სოციალურად და პოლიტიკურად ღია და აქტიური საზოგადოების მხარდაჭერაა. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო ეძებს გზებს ისეთ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან თანამშრომლობისათვის, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის (BBSA) შვილობილი ორგანიზაციაა. ალიანსი 2008 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა რიგაში 2008 წლის ქართულ- რუსული ომის საპასუხოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დასაცავად.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:

მედიისა და დემოკრატიის ხელშეწყობა;

მედიასა და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის ეფექტური კომუნიკაციის   ხელშეწყობა;

პროფესიული, სარედაქციო დამოუკიდებლობის მქონე, პლურალისტული და თავისუფალი მედია გარემოს შექმნა და განვითარება;

საუკეთესო ევროპული,  დასავლური მედია სტანდარტების დანერგვა;

მაღალი პროფესიული სტანდარტების ახალი მედიის განვითარების ხელშეწყობა;

სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა დემოკრატიზაციის პროცესების გასავითარებლად;

საგამომცემლო – ბეჭდვითი და ელექტრონული – საქმიანობა მედიისა და ჯანმრთელობის სფეროების მხარდასაჭერად და ღონისძიებების განსახორციელებლად;

მედია-ადვოკატირების პროექტების განხორციელება ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების გარშემო;

მედია და ჯანმრთელობის წიგნიერების ხელშეწყობა.

ჩვენი გუნდი

თიკო ცომაია
თავმჯდომარე

ინა მელაძე
ბუღალტერი

ნანა აღაპიშვილი
ფსიქოლოგი

ელენე ლომაძე
მკვლევარი
ია შალამბერიძე
მკვლევარი