ღია

მთავარი / ღია

ღია გთავაზობთ ინტერვიუს  ლიტველ ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოში 2019 წელს კვლევითი პროექტის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს. მათ ვთხოვეთ გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ, როგორც საქართველოში, ისე რეგიონსა და გლობალურად. კითხვებს პასუხობენ: Ugnė Grigaitė - არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების მონიტორინგის ინსტიტუტი (ლიტვა) და ლისაბონის გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტი (პორტუგალია). Dainius Pūras - არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების მონიტორინგის ინსტიტუტი და ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)   კითხვა:გთხოვთ, გაგვიზიაროთ   საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესის თქვენეული შეფასება რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით. Dainius Pūras: საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, მიყვებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2013-2020 წლების სამოქმედო გეგმას, რომელსაც რამდენიმე მიზანი აქვს: ფსიქიკური ჯანმრთელობის...

არსებობს ძლიერი წუხილი იმის შესახებ, რომ მედია ტერორისტულ მოვლენებს იმგვარად აშუქებს, რომ თესავს შიშსა და გაურკვევლობას. ამ დროს ჟურნალისტებს უწევთ, ძალიან რთული და მრავალფეროვანი ტერორისტული მოვლენის დაკავშირება ახალი ამბების ციკლთან. განსაკუთრებით, უახლესი ამბების (breaking news) გაშუქებისას. სირთულეს ის ქმნის, რომ ჟურნალისტებმა ამ დროს ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედონ, თვალი გაუსწორონ რთულ ინფორმაციულ ნაკადებს, რომელზეც პარალელურად ზეგავლენას ახდენენ სახელმწიფო ავტორიტეტები, ონლაინ პლატფორმები და თავად ტერორისტები. არსებობს იმის საშიშროება, რომ ახალი ამბების გაშუქებისას, ჟურნალისტებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყონ ისეთ საჯაროებას, რომელიც ტერორისტებისთვისაა ხელსაყრელი; გაავრცელონ დეზინფორმაცია, იმის გამო რომ რთულია ინფორმაციის გადამოწმება, ასევე, ჟურნალისტები არ ფლობენ საკმარის კონტექსტს(lack of context).იმან, თუ როგორ ფრეიმებს გამოიყენებენ ჟურნალისტები...

კოვიდ-19-თან მიმართებაში ხშირად ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ზოგადი სტრესი, ახლობლებთან ურთიერთობების ნაკლებობის თანმდევი სტრესი, ფინანსური პრობლემები და სხვა. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ როგორც ჩვენი ყოველდღიურობის უმეტესი ასპექტი, სამუშაო/სამსახურეობრივი ცხოვრებაც შეიცვალა კოვიდ-19 ს გამო. კოვიდი და ორგანიზაციული სტრესი კოვიდ-19 უცებ დაგვატყდა თავს და უამრავი ცვლილება გამოიწვია. ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა/საქმის გაჩერება. გვესმის ასეთი ფრაზებიც : ‘ოღონდ საქმე იყოს და რას ვჩივი’. ეს გარკვეულ ვაკუუმს ქმნის დასაქმებული ადამიანებისთვისაც. მაგალითად, ადრე თუ თავის გრძნობებს სხვებს გაუზირებდნენ გადაღლილობის შესახებ, ახლა გარკვეული სინდისის ქენჯნის განცდაც კი შეიძლება დაეუფლოთ, რის გამოც მათი ემოციების მიღება და გამოხატვა არ ხდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი...

სტრესის ფიზიოლოგიის განხილვისას, წინა მასალებში აღვნიშნეთ, რომ თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურები (კერძოდ, ჰიპოთალამუსი), სტრესზე საპასუხოდ ორი მიმართულებით იწყებს მოქმედებას, რის შედეგად თირკმელზედა ჯირკვლიდან სტრეს-ჰორმონები (ადრენალინი, ნორადრენალინი და კორტიზოლი) გამოთავისუფლდება. ადრენალინი და ნორადრენალინი მყისიერ ‘ბრძოლა-გაქცევაზე’ პასუხისმგებელი ჰორმონებია, ხოლო კორტიზოლი შედარებით მოგვიანებით თავისუფლება და უფრო ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში. ქრონიკული სტრესი გავლენას ახდენს ადამიანის ემოციებზე და ქცევაზე, ტვინის იმ სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორებით, საითკენაც კორტიზოლი მიილტვის. ეს სტუქტურებია, პირველ რიგში, ჰიპოკამპი (Hippocampus, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ინფორმაციის სწავლაზე, ხანმოკლე მეხსიერების ხანგრძლივ მეხსიერებაში ჩაწერაზე) და ტვინის ქერქის ფრონტალური ნაწილი (Frontal Cortex, რომელიც პასუხისმგებელია იმპულსის კონტროლზე, უმაღლეს შემეცნებით პროცესებზე, აზროვნებაზე, განსჯაზე, დაგეგმვაზე და პრობლემების...

ჩემი ბლოგი ეძღვნება კოვიდ-19-ის გაშუქების თემას. ბლოგში განვიხილავ და შევაჯამებ dartcenter-ის მასალებს. ასევე წინ წამოვწევ იმ კითხვებს, რომლებსაც სასურველია ჟურნალისტებმა უპასუხონ და წარმოვადგენ იმ გზებს რომლითაც ჟურნალისტები უკეთ შეძლებენ თავის-თავზე ზრუნვას და ტრავმასთან გამკლავებას. პირველრიგში, ის მთავარი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან- არის სიმართლის პრინციპი. ხოლო, ერთერთი მთავარი შედეგი, რაც ამ პრინციპის დაცვას მოაქვს, ეს არის საზოგადოების ნდობის მოპოვება. რადგან ჟურნალისტებმაც შესაძლოა დაუშვან შეცდომები, იმისთვის რომ შეინარჩუნონ ეს მთავარი პრინციპი, მნიშვნელოვანია, რომ გაშუქების პროცესი იყოს გამჭვირვალე. წარმოგიდგენთ იმ კითხვებს,რომლებიც დაეხმარებათ ჟურნალისტებს კოვიდ-19 ეპიდემიის სიღრმისეულ გაშუქებაში: · რას აკეთებს მთავრობა, რომ შეამციროს გავრცელება? · როგორ დაეხმარება სახელმწიფო იმ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები? · როგორ აგრძელებენ სკოლის...

ჩვენი გული ავტომანქანის ძრავს ჰგავს: მას სარქველები და ბაროკამერები აქვს. ისევე, როგორც ძრავა ამოძრავებს მანქანას, ასევეა, ჩვენი გულიც: ის ამუშავებს მთელ ჩვენს სხეულს და ყველა ორგანოს. სწორედ გული აწვდის ყველა ორგანოს სისხლს, საკვებსა და ჟანგბადს. გული გარემოს ცვლილებებთან ადაპტირდება. როგორც კი მწვავე სტრესის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, გული ცდილობს, სწრაფად იმოქმედოს და „აქსელერაციის სატერფულს“ მთელი ძალით აწვება: იწყებს სწრაფად შეკუმშვას, სისხლძარღვების (მყარ) კედლებში მოაქცევს ჟანგბადით და საკვებით მდიდარ სისხლს და სწრაფად აწვდის ორგანოებს. მწვავე სტრესზე საპასუხოდ, გულის ასეთი რეაგირება გარემოსთან შეგუებაში გვეხმარება, მაგრამ სასურველი არ არის, ხანგრძლივად იმუშაოს ჩვენმა გულმა ასეთ ტემპში, ვინაიდან გადაწვა-გადაღლა და გამოფიტვა გარდაუვალი იქნება. ქრონიკული სტრესი აზიანებს ჩვენს გულს,...

შესავალი კოვიდ-19 პანდემია მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი ადგილიც კი დაიკავა. როგორც ყველა კატასტროფას, ასევე პანდემიასაც აქვს თავისი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენები. პანდემიის პირდაპირი შედეგია ინფიცირებულ ან გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვის ზრდა. ხოლო, არაპირდაპირი კატასტროფების შედეგები მოიცავს ფინანსურ ზარალს, მომატებულ ძალადობას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც ნეგატიურად აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე. პანდემიის ეფექტები როგორც წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, პანდემიასთან ასოცირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მათი ხანგრძლივობა მჭიდრო კავშირშია არაპირდაპირ სტრესორებთან. ამ ბლოგში შევაჯამებ კვლევით მიმოვიხილვას , რომლშიც აღწერილის კატასტროფის დროს და მის შემდეგ პერიოდში რა გავლენა აქვთ მეორეხარისხოვან სტრესორებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ისეთი მასიური მოვლენა, როგორიც პანდემიაა, გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ, კოგნიტურ, სოციალურ და ფიზიკურ ფუნქციონირებაზე; წინა კატასტროფებთან დაკავშირებული...

ბავშვები თვითიზოლაციაში ნებისმიერი კრიზისის გააზრებისას, თავში კრიზისის ძალიან ჩემეული საზომი მიაქტიურდება - გარეთ ომია, ბომბები ცვივა, აივანზე გასვლაც საშიშია, რადგან ტყვიები ერთმანეთის მიყოლებით და თან არნახული სისწრაფით დაფრინავს. მე ექვსი, შვიდი თუ რვა წლის ვარ. მას შემდეგ, ჩემთვის ყველა კრიზისი ამ საზომით იზომება და რა თქმა უნდა, რთულია, მასთან რამე მივიდეს თავისი მასშტაბურობით და აღქმის ინტენსივობით. ძალიან რთულია, არ დაუკავშირო ბავშვობის მატრავმირებელი გამოცდილებები საპასუხო რეაქციას ნებისმიერი ტიპის კრიზისზე და არ გააანალიზო ამ ჭრილში. ხშირად ვფიქრობ, რამდენად შეიძლებოდა შემსუბუქებულიყო ის აღქმები, ან ვის ეცალა მაშინ ბავშვის აღქმებისთვის, როდესაც სიცოცხლე ასე ცხადად იდო სასწორზე. მაშინ საფრთხე ძალიან ხილული იყო, შესაბამისად, ბევრად უფრო მძაფრი იყო მისი შეგრძნება....

როგორც იცით, კორონა ვირუსი პანდემიად აღიარეს. პანდემია თავისი მოცულობით და დაზიანების ხარისხით კატასტროფის/სტიქიის კატეგორიაში ჯდება. UNISDR-ის განსაზღვრების თანახმად, კატასტროფა, თავის მხრივ, გულისხმობს, საზოგადოების ან მისი ფუნქციონირების სერიოზულ შეფერხებას, რაც მოიცავს ადამიანურ, მატერიალურ, ეკონომიკურ და გარემოზე გავრცელებულ ზარალს, რომელიც აღემატება დაზარალებული საზოგადოების გამკლავების შესაძლებლობებს. ასევე, ნორისი (2000) განსაზღვრავს კატასტროფას, როგორც ფართომასშტაბიან მოვლენას, რომელიც ხშირად მოულოდნელია და იწვევს სიკვდილს, ტრავმას და ქონების განადგურებას. ხშირ შემთხვევაში, კატასტროფასთან ასოცირდება ეკონომიკური ზიანი, საზოგადოებრივი დანაკარგი. მაგრამ, ასევე, აღსანიშნავია მისი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი კეთილდღეობის ის მნიშვნელოვანი ნაწილია რაზეც კატასტროფამ/პანდემიამ, ირიბად თუ პირდაპირ, შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს. კატასტროფებთან დაკავშირებით,იკვეთება სამი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა 1) პოსტ-ტრავმული სტრესული...

პანდემიის დროს ხშირად გვავიწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც, თავის მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კორონა ვირუსთან მიმართებაში, არსებობს რისკ ჯგუფები, მაგრამ, ასევე, არ უნდა დავივიწყოთ მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად გემბლინგზე დამოკიდებული პირები. რატომ გებლინგზე დამოკიდებული პირები პათოლოგიური გემბლინგი, (დაავადებას, ასევე, მოიხსენიებენ, როგორც თამაშდამოკიდებულებას ან კომპულსიურ გემბლინგს) დამოკიდებულებებსა და მათთან დაკავშირებულ ავადობებს მიეკუთვნება. გემბლინგი განისაზღვრება, როგორც ქრონიკული მორეციდივე დაავადება. გამოარჩევენ მის ეპიზოდურ და გახანგრძლივებულ მიმდინარეობებს, გემბლინგს ახასიათებს ხანმოკლე და ხანგრძლივი რემისიაც. დაავადებას აქვს მწვავე, მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა. ის ხასიათდება განმეორებით პრობლემური გემბლინგის ქცევით, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებსა და დისტრესს იწვევს. აღსანიშნავია რომ, პრობლემურ გემბლინგთან დაკავშირებული ზიანი თავისი მნიშვნელობით გაუტოლდა დეპრესიისა და ალკოჰოლის მავნე მოხმარებით გამოწვეულ ნიშნულს. რა კავშირი...