Author: Tiko Tsomaia

მთავარი / Articles posted by Tiko Tsomaia (Page 30)

ბავშვები თვითიზოლაციაში ნებისმიერი კრიზისის გააზრებისას, თავში კრიზისის ძალიან ჩემეული საზომი მიაქტიურდება - გარეთ ომია, ბომბები ცვივა, აივანზე გასვლაც საშიშია, რადგან ტყვიები ერთმანეთის მიყოლებით და თან არნახული სისწრაფით დაფრინავს. მე ექვსი, შვიდი თუ რვა წლის ვარ. მას შემდეგ, ჩემთვის ყველა კრიზისი ამ საზომით იზომება და რა თქმა უნდა, რთულია, მასთან რამე მივიდეს თავისი მასშტაბურობით და აღქმის ინტენსივობით. ძალიან რთულია, არ დაუკავშირო ბავშვობის მატრავმირებელი გამოცდილებები საპასუხო რეაქციას ნებისმიერი ტიპის კრიზისზე და არ გააანალიზო ამ ჭრილში. ხშირად ვფიქრობ, რამდენად შეიძლებოდა შემსუბუქებულიყო ის აღქმები, ან ვის ეცალა მაშინ ბავშვის აღქმებისთვის, როდესაც სიცოცხლე ასე ცხადად იდო სასწორზე. მაშინ საფრთხე ძალიან ხილული იყო, შესაბამისად, ბევრად უფრო მძაფრი იყო მისი შეგრძნება....

როგორც იცით, კორონა ვირუსი პანდემიად აღიარეს. პანდემია თავისი მოცულობით და დაზიანების ხარისხით კატასტროფის/სტიქიის კატეგორიაში ჯდება. UNISDR-ის განსაზღვრების თანახმად, კატასტროფა, თავის მხრივ, გულისხმობს, საზოგადოების ან მისი ფუნქციონირების სერიოზულ შეფერხებას, რაც მოიცავს ადამიანურ, მატერიალურ, ეკონომიკურ და გარემოზე გავრცელებულ ზარალს, რომელიც აღემატება დაზარალებული საზოგადოების გამკლავების შესაძლებლობებს. ასევე, ნორისი (2000) განსაზღვრავს კატასტროფას, როგორც ფართომასშტაბიან მოვლენას, რომელიც ხშირად მოულოდნელია და იწვევს სიკვდილს, ტრავმას და ქონების განადგურებას. ხშირ შემთხვევაში, კატასტროფასთან ასოცირდება ეკონომიკური ზიანი, საზოგადოებრივი დანაკარგი. მაგრამ, ასევე, აღსანიშნავია მისი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი კეთილდღეობის ის მნიშვნელოვანი ნაწილია რაზეც კატასტროფამ/პანდემიამ, ირიბად თუ პირდაპირ, შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს. კატასტროფებთან დაკავშირებით,იკვეთება სამი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა 1) პოსტ-ტრავმული სტრესული...

პანდემიის დროს ხშირად გვავიწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც, თავის მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კორონა ვირუსთან მიმართებაში, არსებობს რისკ ჯგუფები, მაგრამ, ასევე, არ უნდა დავივიწყოთ მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად გემბლინგზე დამოკიდებული პირები. რატომ გებლინგზე დამოკიდებული პირები პათოლოგიური გემბლინგი, (დაავადებას, ასევე, მოიხსენიებენ, როგორც თამაშდამოკიდებულებას ან კომპულსიურ გემბლინგს) დამოკიდებულებებსა და მათთან დაკავშირებულ ავადობებს მიეკუთვნება. გემბლინგი განისაზღვრება, როგორც ქრონიკული მორეციდივე დაავადება. გამოარჩევენ მის ეპიზოდურ და გახანგრძლივებულ მიმდინარეობებს, გემბლინგს ახასიათებს ხანმოკლე და ხანგრძლივი რემისიაც. დაავადებას აქვს მწვავე, მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა. ის ხასიათდება განმეორებით პრობლემური გემბლინგის ქცევით, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებსა და დისტრესს იწვევს. აღსანიშნავია რომ, პრობლემურ გემბლინგთან დაკავშირებული ზიანი თავისი მნიშვნელობით გაუტოლდა დეპრესიისა და ალკოჰოლის მავნე მოხმარებით გამოწვეულ ნიშნულს. რა კავშირი...

ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის დროს რუსუდან ზაალიშვილი რუსუდან ზაალიშვილი, King’s College London-ის მაგისტრია ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. მას აქვს კვლევის შესრულების მდიდარი გამოცდილება მაღალი ევროპული სტანდარტის მიხედვით. რუსუდანი საერთაშორისი განათლების ცენტრის სტიპენდიანტია. მისი კვლევითი ინტერესებია: ფსიქიკური ჯანმრთელობა; კვლევითი ინსტრუმენტების ვალიდაცია; კოგნიტური მიკერძოებები, ადიქცია, ტრამვა, პოლიტიკის დაგეგმვა. სულ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (ჯანმო) COVID-19-ის დაავადება პანდემიად ცნო, მისი გლობალური გავრცელების და სიმძიმის გამო. მერი ვებსტერის ლექსიკონის თანახმად, პანდემია არის დაავადების გავრცელება, რომელიც გვხვდება ფართო გეორგაფიულ არეალში და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ხოლო ჯანმო პანდემიას განსაზღვრავს, როგორც "ახალი დაავადების მთელ მსოფლიოში გავრცელებას". ასეთ დროს ჩვენ, ყველა - უპირველეს მოთხოვილებაზე თვითგადარჩენაზე ვფიქრობთ. ეს, თავის მხრივ,...

სუიციდის შესახებ: მონაცემები, ახალი ცოდნა, რა ვიღონოთ? ახალი კვლევის შედეგად, რომელიც 2019 წლის მაისში Journal of pediatrics ში გამოქვეყნდა, სუიციდის მცდელობები საწამლავით დაზიანების სახით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკელ ახალგაზრდებში 2 -ჯერ ხოლო გოგონებსა და ქალებში სამჯერ გაიზარდა. ამერიკაში 18 წლის განმავლობაში 10 დან 24 წლის ასაკის 1.6 მილიონმა ადამიანმა მიმართა თავის მოწამვლის გამო სპეციალურ დაწესებულებას. აქედან 71% გოგონები იყვნენ. განსაკუთრებით გაიზარდა 10-დან 15 წლის ასაკის მოზარდთა შემთხვევები. 12 წლამდე სუიციდი კვლავ იშვიათობად რჩება.თვითმოწამვლა წარმოადგენს ყველაზე უფრო ხშირ მეთოდს სუიციდის მცდელობის და სუიციდის მეთოდებიდან მესამეა, რასაც მიმართავენ ახალგაზდები, განსაკუთრებით გოგონები.ეს მონაცემები საყურადღებოა პრევენციის მეთოდების გასაუმჯობესებლად და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად. რეკომენდაციები: რეკომენდებულია მომწამვლელი...

ხუთი ნიშანი, რომელიც შესაძლოა მიანიშნებს, რომ ადამიანი ემოციურ ტკივილს განიცდის და დახმარება სჭირდება Personality changes - ქცევის ცვლილება შესაძლოა, თქვენ შეამჩნიოთ მოულოდნელი და თანდათანობითი ცვლილება ადამიანის ქცევაში: ასეთ დროს ადამიანი თავისი ღირებულებების შეუსაბამოდ იქცევა, ან უბრალოდ, ადამიანი შეცვლილია, სხვანაირია. Uncharacterizable angry anxious, agitated or moody შეუსაბამოდ ბრაზიანი, აღგზნებული, გაღიზიანებული, უხასიათო შესაძლოა, თქვენ შენიშნოთ რომ ადამიანი, სულ უფრო ხშირად გამოდის მწყობრიდან და ვერ აკონტროლებს ემოციებს, უჭირს დამშვიდება. ასეთ მდგომარეობაში,ზოგიერთს, ძილის პრობლემებიც უჩნდება. შესაძლოა ასევე, მცირე წინააღმდეგობის გამო უცებ ბრაზისგან აფეთქდეს. Withdrawal or isolation from other people დისტანცირება, სხვა ადამიანებისგან იზოლაცია ადამიანი, რომელიც სოციალურად აქტიური იყო, შესაძლოა უცებ გაექცეს საკუთარ ოჯახსა და მეგობრებს და თავი მოარიდოს ისეთ ურთიერთობებს,...

დაკავშირებულია თუ არა ძალადობა და ფსიქიკური პრობლემები- პასუხია, კი, მაგრამ არა ისე, როგორც ხშირად წარმოგვიდგენია. 1. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები უფრო ხშირად მიმართავენ თვითდაზიანებასა და თვითგანადგურებას; 2. არსებობს ზომიერი ასოციაცია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებსა და სხვების მიმართ გამოვლენილ ძალადობას შორის; 3. და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის, შეურაცხყოფისა და სექსუალური ჩაგვრის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის დისკურსი მაშინ იჩენს თავს, როცა ტრაგიკული მოვლენები ხდება, რომელთაც მედია აშუქებს. ამას მოყვება “ყველაფერში მედიაა დამნაშავე” დისკურსი და სხვა ბევრი არაფერი იცვლება. მინდა შევახსენო საკუთარ თავსა და საზოგადოებას, რომ მედიის საქმეა პრობლემების განსაზღვრა,სამწუხაროდ ერთი რეპორტაჟიდან მთლიან სიმართლეს ვერ შევიტყობთ, ჟურნალისტების საქმე არ არის გადაწყვეტილებების მიღება...

გრეჰემ თორნიკროფტი - ფედერაცია "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" გამგეობის თავმჯდომარე, ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი. 10 ოქტომბერთან დაკავშირებით გთავაზობთ გრეჰემ თორნიკროფტთან ინტერვიუს შეჯამებასა და ამონარიდებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ დიდი მოღვაწის შეფასებები საყურადღებოა ქართველი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიული თემისათვის. წელს თორნიკროფტი თბილისში ორდღიანი კონფერენციის - „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის შეფასების“ ფარგლებში იმყოფებოდა. ის ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების სერვისების სტანდარტებზე სამუშაოდ ფონდ - “ღია საზოგადოება -საქართველოს” მოწვევით ჩამოვიდა. თორნიკროფტმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ის შეეხო იმ ნაპრალს, რომელიც დაბალ და საშუალო განვითარების ქვეყნებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საჭიროების მიუხედავად, სამედიცინო სერვისებით...

პროპაგანდის თემაზე საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური ნაშრომის დაჯილდოების ცერემონია ორშაბათს, 25 სექტემბერს ფრონტლაინ კლუბში გაიმართა. ჟიურიმ ორი საუკეთესო ნამუშევარი 200 ევროს ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველა სხვა ავტორსაც 50 ევროს ფულადი პრიზები გადაეცათ კონკურსში მონაწილეობისა და გაწეული ძალისხმევისათვის. კონკურსი ექსკლუზიურად ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამების ჟურნალისტიკის სტუდენტების ინტენსიური ტრენინგის მონაწილეთთვის გამოცხადდა. ეს ტრენინგი შავი და ბალტიის ზღვის ალიანსისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრ “RE:Baltika” - ს დახმარებით ჩატარდა. სემინარის განმავლობაში მონაწილეები საგამოძიებო ჟურნალისტიკის უნარებს დაეუფლნენ, რაც მათ ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის გამოვლენასა და ზუსტი ფაქტების დადგენაში დაეხმარება. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებმა ინსტრუქტორებთან, ნინო დანელიასა და სალომე უგულავასთან ერთად 6-8 კვირის განმავლობაში იმუშავეს. მუშაობის...