Author: BBSA-bbsa

მთავარი / Articles posted by BBSA-bbsa (Page 4)

გამარჯობა, გვინდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ ჩვენს სივრცეში მოგიწვიოთ.  რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა? როგორია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი? ჩვენი გამოცდილებით, ასეთ თემებზე საუბარს თითქმის ყოველთვის ახლავს უხერხულობა, შიში, ნეგატიური დამოკიდებულებები და ზოგ შემთხვევაში ტაბუც. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არასანდოობა ან ზოგადად ამ ინფორმაციისა და გამოცდილებების ნაკლებობა შეიძლება იყოს. ჩვენ გვინდა ეს უხერხული საუბრები ღია საუბრებად ვაქციოთ და თქვენთან ერთად შევუწყოთ ხელი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გავრცელებას და არსებული სტიგმის დაძლევას. გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიებში: გაგვიზიაროთ ისტორიები, გამოცდილებები,  კვლევები,  საინტერესო ლიტერატურა, ემოციები! გამოგვყევით #ესაარაცაა ...

“მარტოხელა დედები" საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი მარტოხელა დედების პრობლემებს წარმოაჩენს, რომელთა შვილებსაც ფსიქიკური პრობელემები აწუხებთ. საქართველოში არ არსებობს მარტოხელა დედების ზუსტი და სრულფასოვანი სტატისტიკა; მათთვის სპეციალური სოციალური დახმარების სისტემა გაუქმებულია. მარტოხელა დედები ვერ სარგებლობენ შეღავათებით სახელმწიფოსა და დამსაქმებლების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული ფულადი შემწეობები კი, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება. ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილების მშობლების მთავარი კითხვაა: რა მოხდება მას შემდეგ, რაც თავად აღარ იქნებიან ამ ქვეყანაზე, ვინ მოუვლის მათ შვილებს. პროექტზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ელენე ჩაჩავა, ჰასმიკ ჰაირაპეტიან, ნატა ბიწაძე, სონა სიმონიან, თამთა თვალავაძე, თეონა გოდერძიშვილი, თიკა კერესელიძე, გიორგი ფარქოსაძე, თიკო გადელია. კურატორი: თიკო ცომაია. იხილეთ აქ : http://www.newscafe.ge/index.php/en/humanrightsc/1141-2014-05-02-12-01-34 ...

ეს ვიდეო ისტორია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე მომზადდა. მონაწილეებმა ფოტოების, ვიდეოს და ხმის საშუალებით ამბის თხრობის ხერხები, ასევე, ვიდეო მონტაჟის საფუძვლები ისწავლეს და ეს ისტორიები შექმნეს.   ...

რუსული „რბილი ძალა“ ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა და არც საქართველოა გამონაკლისი. ხშირად ვხვდებით ანტი-დასავლურ რიტორიკას სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში. ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრო- რუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს. ბოლო პერიოდში  ქართულ  საზოგადოებაში შეიმჩნევა რუსული ორიენტაციის მხარდაჭერთა ზრდის ტენდენცია. სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ საქართველოს დასავლური არჩევანი ისევ შეუქცევადია. თუმცა ამავე დროს გაზრდილია ე.წ. ჩრდილოეთის ვექტორის მომხრეთა რიცხვიც. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 54% ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის მომხრეა. თუმცა ამავე დროს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. გამოკითხულთა 18% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო...

ეს სტატია საქართველოში რუსული პროპაგანდის მესვეური ორგანიზაციის-„რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის“ საქმიანობას ამხელს. ორგანიზაცია 2017 წლის თებერვალში შეიქმნა, რის შემდეგაც რუსული ფონდის -„Русский Мир”- ის მხარდაჭერით, სხვა და სხვა კრემლის მხარდამჭერ ღონისძიებებს აწარმოებს: როგორიცაა, გრიბოედოვის შემოქმედების შესახებ სასკოლო ლიტერატურული კონკურსი ან 9 მაისის აღსანიშნავად პუტინთან დააახლოებული ბაიკერების კლუბის „ღამის მგლების“ თბილისში მოწვევა. რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის თავჯდომარე ირაკლი ყიფიანია. საქართველოში რუსულ პროექტებზე „Русский Мир”- ის მიერ დახარჯული თანხები უცნობია. ...