წიგნების კითხვა ხელს უწყობს ტვინის განვითარებას

მტკიცებულებაზე დაფუძნებული წიგნიერების ხელშემწყობი პროგრამები შვილებთან კავშირის გასამყარებლად  მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ყოველდღე წაუკითხონ  ხმამაღლა  

ზოგადი რჩევები

  • გახადეთ კითხვა ყოველდღიურობის ნაწილი, თუნდაც რამდენიმე წუთით.
  • გახადეთ ეს პროცესი სახალისო
  • კითხვის დროს ისაუბრეთ სურათებზე. აუცილებელი არ არის   წიგნის კითხვისას მხოლოდ  ამბავზე კონცენტრირება
  • კითხვის დროს მიეცით თქვენს ბავშვს საშუალება გადაფურცლოს წიგნი.
  • აჩვენეთ თქვენ ბავშვს წიგნის ყდა და აუხსენით, თუ რის შესახებ არის ამბავი.
  • კითხვისას თითი გააყოლეთ სიტყვებს.
  • გაახმოვანეთ, განსაკუთრებით ცხოველების ხმები,  ეს ძალიან სახალისოა.
  • აირჩიეთ წიგნები იმ მოვლენების შესახებ რაც თქვენი შვილის ცხოვრებაში ხდება, როგორიცაა სკოლაში ან ბაღში პირველად შესვლა, სტომატოლოგთან წასვლა, შინაური ცხოველის ყიდვა, ან ახალ სახლში გადასვლა.
  • გააცოცხალეთ ამბავი. გაახმოვანეთ პერსონაჟები განსხვავებული ხმით.
  • დაუსვით ბავშვებს შეკითხვები ამბის შესახებ.შეეკითხეთ  როგორ ფიქრობს, რა მოხდება შემდეგ ?  
  • მიეცით ბავშვს უფლება დასვას შეკითხვები ამბის შესახებ და ისაუბრეთ მასთან, ნაცნობ საქმიანობასა და ობიექტებზე.
  • მოაყოლეთ ბავშვს ამბავი.
  • ხშირად ეწვიეთ   ბიბლიოთეკას ბავშვთა ერთად;

ბავშვთან ერთად კითხვა

  • ჩაისვით ბავშვი კალთაში კითხვის დროს.
  • ბავშვებს უყვართ სქელ ყდასა და სქელ ფურცელზე დაბეჭდილი წიგნები;
  • ბავშვების სურათებიანი წიგნები
  • ერთი და იგივე რითმის მქონე  სიმღერებისა და მელოდიების გამეორება
  • თითით დაადეთ ნახატს და დაასახელეთ საგანი- ასე სწავლობენ ბავშვები!

კითხვა თქვენი ერთი წლის ასაკის ბავშვისათვის

  • მიეცით საშუალება, რომ ბავშვმა იმოძრაოს კითხვის დროს
  • დაასათაურეთ, დაასახელეთ ნახატები-ამ გზით სწავლობენ  ჩვილები ახალ სიტყვებს;
  • სადაც არ უნდა იყოთ, წაიკითხეთ ხმამაღლა სხვადასხვა ნიშნები და წარწერები
  • ჩვილებს უყვართ :
  • ერთი და იგივე წიგნის კითხვა;
  • წიგნის კითხვა ძილის წინ;
  • წიგნის შერჩევა და წიგნის დაჭერა;
  • წიგნები საჭმელზე, მანქანებზე, ცხოველებზე და ბავშვებზე;
  • წიგნები, სადაც მცირე რაოდენობით არის სიტყვები;

კითხვა 2 წლის ბავშვთან ერთად

  • წაიკითხეთ წარწერები და ნიშნები სადაც წააწყდებით;
  • იქონიეთ სხვა და სხვა სახის წიგნები სახლში და მიეცით ბავშვს საშუალება, რომ აირჩიოს;

 

ორი წლის ბავშვს უყვარს:

  • გადაფურცვლაში დახმარება;
  • სიტყვების( წინადადებების) დასრულება ნაცნობის ამბის მოსმენისას
  • ნახატის ჩვენება და დასახელება;
  • გამეორებით ერთი და იგივე წიგნის კითხვა;
  • სასაცილო წიგნების კითხვა;
  • წიგნები ცხოველებზე და ცხოველების ხმების მოსმენა;

 

  • კითხვა საბაღე ასაკის ბავშვისათვის

 

  • მოისვით ბავშვი თქვენ მუხლებთან ახლოს;
  • დაუსვით კითხვები ამბავთან დაკავშირებით;
  • მიეცით საშუალება, რომ ბავშვმა ამბავი მოგიყვეთ;
  • იარეთ ბავშვთან ერთად ბიბლიოთეკაში, რომ ბავშვმა შეძლოს მეტი წიგნების არჩევა;

 

ბავშვებს უყვართ:

  • უფრო გრძელ-ამბებიანი წიგნები;
  • წიგნები სიტყვების გარეშე;
  • ანბანიანი და დასათვლელი წიგნები;
  • წიგნები ოჯახზე, მეგობრებზე, სკოლაში წასვლაზე;
  • ძილის წინ კითხვა;