მედია გაშუქება და კოვიდ-19
ჩემი ბლოგი ეძღვნება კოვიდ-19-ის გაშუქების თემას. ბლოგში განვიხილავ და შევაჯამებ dartcenter-ის მასალებს. ასევე წინ წამოვწევ იმ კითხვებს, რომლებსაც სასურველია ჟურნალისტებმა უპასუხონ და წარმოვადგენ იმ გზებს რომლითაც ჟურნალისტები უკეთ შეძლებენ თავის-თავზე ზრუნვას და ტრავმასთან გამკლავებას.
პირველრიგში, ის მთავარი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან- არის სიმართლის პრინციპი. ხოლო, ერთერთი მთავარი შედეგი, რაც ამ პრინციპის დაცვას მოაქვს, ეს არის საზოგადოების ნდობის მოპოვება. რადგან ჟურნალისტებმაც შესაძლოა დაუშვან შეცდომები, იმისთვის რომ შეინარჩუნონ ეს მთავარი პრინციპი, მნიშვნელოვანია, რომ გაშუქების პროცესი იყოს გამჭვირვალე.
წარმოგიდგენთ იმ კითხვებს,რომლებიც დაეხმარებათ ჟურნალისტებს კოვიდ-19 ეპიდემიის სიღრმისეულ გაშუქებაში:
· რას აკეთებს მთავრობა, რომ შეამციროს გავრცელება?
· როგორ დაეხმარება სახელმწიფო იმ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები?
· როგორ აგრძელებენ სკოლის მოსწავლეები და უნივერსტეტის სტუდენტები სწავლას?
· რას აკეთებენ მეცნიერები უკეთესი დიაგნოსტიკის, ვაქცინის და მკურნალობის გამოსაგონებლად?
· რა წამლები მუშაობს კორონავირუსის წინააღმდეგ?
· როგორ დავეხმაროთ ხანდაზმულებს?
· რა მექანიზმები მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისათვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა და უსაფრთხოების რესურსები?
· რა მუშაობს, რომ ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ექიმებისათვის?
· რომელი ეფექტური მექანიზმით შეიძლება დავეხმაროთ მარტოხელა დედებს?
· როგორ ვებრძოლოთ რასიზმს და ქსენოფობიურ განცხადებებს და სიძულვილის ენას ფრაგმენტირებული, მარტივ მამრავლებად დაყოფილი საზოგადოების ჯგუფების მიმართ?
· რა ეფექტური მექანიზმები არსებობს, რომ გავუმკლავდეთ სოციალურ იზოლაციას?
· როგორ უნდა მოხდეს ბავშვების ამჟამინდელი მდგომარეობის ნორმალიზება?
· როგორ მოვამარაგოთ სამედიცინო დაწესებულებები პირბადეებითა და ტესტებით, ვენტილატორებითა და სხვა ხელსაწყოებით?
· როგორ შევაჩეროთ დეზინფორმაცია?
· როგორ დავეხმაროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის და და ფიზიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს?
· როგორ მოვყვეთ რეალური, შედეგზე ორიენტირებული ისტორიები, რომლებიც დანამდვილებით გვიყვება ჭეშმარიტ გამოსავალზე?
მოვლენების გაშუქება მიმდინარე პროცესია, და ამიტომ ჩვენ (ჟურნალისტები) მუდმივად ვიმყოფებით სტრესის ქვეშ. ეს სტრესი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ძილის ნაკლებობის, ტრავმირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო და სხვა.
ხოლო,კოვიდ-19, თავის მხრივ, ეგზისტენციალური დილემაა, შესაბამისად, ჟურნალისტები ბრაზისა და შფოთვის ემოციებს ვერ აცდებიან. დისციპლინის შემუშავება და საკუთარ თავზე ზრუნვა, ნამდვილად სასარგებლო სტრატეგიებია ჟურნალისტებისათვის, და შესაბამისად, თუ ამას რედაქტორებისა და მედიამფლობელების მხარდაჭერაც ერთვის თან, ჟურნალისტებს მეტ შანსს უტოვებს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მნიშვნელოვანია კონკრეტული საკითხების გთავალისწინება უშუალოდ კოვიდ 19 -თან მიმართებაში:
ჟურნალისტის როლისა და მისიის ძლიერი შეგრძნება
ჟურნალისტებისათვის მნიშვნელოვანია მისიისა და მიზნის დასახვა. ისინი, ვისაც ზუსტად ესმით, როგორი მნიშვნელოვანია ჟურნალისტის როლი კრიზისულ სიტუაციებში, უფრო ადვილად დაძლევენ სტრესს. მაგალითად გვირჩევენ, რომ დავწეროთ პერსონალური ეთიკის კოდექსი ზუსტი, გასაგები და ეთიკური ისტორიების შესაქმნელად.
მიმოხილვა, რეფლექსია და დისტანცირება
სასარგებლოა, პაუზის აღება გაშუქებებს შორის. მცირე შესვენებაც, შეიძლება საკმარისი იყოს რომ ახალ ისტორიას უფრო ნათელი და განახლებული გონებით დაუბრუნდე.
დააწესე ლიმიტები სხვადასხვა გაჯეტების გამოყენებისათვის და მიზანმიმართულად დაიტვირთე ფიზიკურად
ეს გადარჩენისათვის ბრძოლაა, ივარჯიშე, თუნდაც ძალიან მოკლე ხნით, გააკეთე ათი წუთის განმავლობაში იოგა. გაქვს ადგილი, სადაც შეიძლება დაემალო შენს რუტინას, რომ განცალკევდე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად? თუ არის ამის შანსი, გამოიყენე.
წარმოსახვითი უსაფრთხო ადგილი
შენს გონებაში წარმოიდგინე შექმენი უსაფრთხო სივრცე(დაინახე ეს სივრცე, დაამატე ფიზიკური და აუდიტორული გრძნობები) და გაუფრთხილდი ამ სივრცეს შენს ტვინში. მოხვდი ამ სივრცეში 10 წუთით მაინც ყოველდღიურად, წარმოიდგინე სხვადასხვა ხმები და შეგრძნებები, შენი ტვინი ვერ განსაზღვრავს მართლა იქ ხარ თუ არა, შესაბამისად მისი „მოტყუება“ ამ გზით, სასარგებლო იქნება. ყოველდღიურად ავარჯიშე შენი თავი ამგვარად.
ტვინს ესაჭიროება დრო აღდგენისათვის
გადატვირთულ ტვინს ნაკლები რესურსი აქვს რომ გაუმკლავდეს სტრესს და შფოთვას. სულ მცირე შესვენებებიც კი საკმარისი იქნება, ძალების აღიდგენისთვის. იფიქრე შენს სამუშაოზე როგორც მარათონზე, მარათონის ნებისმიერ მონაწილეს სჭირდება წყალი და დასვენება.
შეიმუშავე საკუთარ თავზე ზრუნვისათვის აუცილებელი სია:
✔️ როგორ ვგრძნობ თავს დღეს, ფიზიკურად ავად ვარ თუ ამინდის გამო ვგრძნო თავს ასე?
✔️ემოციურად ვარ განწყობილი? რა არის ამის მიზეზი, ოჯახი, ჩემი მეგობრები?
✔️ დაფიქრდი უფრო ემოციური ხომ არ გახდი? პრობლემები ხომ არ გაგიჩნდა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან?
თუ ამ კითხვებზეც პასუხი დადებითია, ესე იგი, უნდა გააძლიერო საკუთარ თავზე ზრუნვა.
იყავი კარგი კოლეგა.
სოციალური მხარდაჭერა ზრდის მედეგობას (resilience ) ეს ეხება როგორც მხარდაჭერის გაწევას, ისე მიღებას.
✔️დაიწყე დღე ახლობლებთან გადარეკვით და მათი მოკითხვით.
✔️ დანერგე სოციალური პარასკევობა.
✔️ შეეცადე, რომ გამონახო დრო იუმორისათვის, იყავი მანდფულ და ხელგაშლილი.
✔️ ყურადღებით იყავი იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც უფრო მოწყვლადი არიან და შესაძლოა ვერ ბედავდნენ დახმარების თხოვნას, გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება, თუ ადამიანი საკუთარ თავზე უარყოფითად მსჯელობს. შეამოწმე და გადაურეკე იმ კოლეგებს რომლებსაც მომატებული აქვთ შფოთვის შეგრძნება. თუ ფიქრობ, რომ მათი ქმედებების საყურადღებოა, მიმართე და დაეხმარე.
✔️შეიტყვე მეტი, რა არის ნორმალური ტრავმის გაშუქების დროს. ეს დაგეხმარება, რომ გაუმკლავდე ისეთ შეგრძნებებს, როგორიც არის დანაშაულის გრძნობა ან ღელვა იმაზე, რომ შენი გაშუქება არაფერს ცვლის.
✔️ როგორც მენტორი, უნდა გაუფრთხილდე შენს კოლეგებს.
✔️ კოლაბორაცია, სტუდენტებთან ერთად ყოფნა და სოლიდარობის განცდა, მნიშვნელოვანია.
✔️ იყავი გულწრფელი.
✔️ნუ შეუშინდები და ნუ გაექცევი შიშებზე საუბარს, მაგალითად, შიში ავად გახდომის, ინფექციის გავრცელების გამო, პროტოკოლების დარღვევის გამო.
ბოლოსიტყვაობა:
და ბოლოს, გახსოვდეს, რომ განათლებას შეუძლია შეამციროს შიში და შფოთვა.
თუმცა ისიც იცოდე, რომ საკუთარ თავზე ზრუნვის სახელმძღვანელოები ვერ აღმოფხვრიან რისკებს, მაგრამ მნიშვნელოვანად შეამცირებენ მას.
ავტორი: თიკო ცომაია
წყარო: https://dartcenter.org/ https://www.solutionsjournalism.org/