მიმდინარე პროექტები

მთავარი / მიმდინარე პროექტები

2021-2022 აკადემიური წლის მეორე სემესტრში, სოციო- ემოციური წიგნიერების მტკიცებულებაზე დამყარებული პროგრამა „ჩემი გონება“ (on my mind) საქართველოს მასშტაბით 23 სკოლაში განხორციელდა. პროგრამა გაიარა 800 ზე მეტმა მოსწავლემ. პროგრამაში მონაწილოება მიიღო 20-ზე მეტმა მასწავლებელმა. პროგრამას ახორციელებს BBSA-საქართველო, ჩეხეთის საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტთან თანამშრომლობით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. კონტრიბუტორები: თიბისი და რე ბანკი პროექტის ფარგლებში, 2021-2022 აკადემიური წლის მეორე სემესტრში, პროგრამა „ჩემი გონება“ (on my mind) 20 სკოლაში (როგორც თბილისის ასევე რეგიონების) განხორციელდა. ეს არის უნივერსალური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოზარდებს ასწავლის ფსიქიკური ჯანრმრთელობის წიგნიერებას და უვითარებს სოციალურ-ემოციურ უნარებს. პროგრამა განკუთვნილია მე-7-8 კლასის მოსწავლეთათვის, შედგება 20 გაკვეთილისაგან და მოიცავს 5 ძირითად თემას.  დეტალური ინფორმაცია, მათ...

ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების მხარადასაჭერად მუსიკა ჯანმრთელობისათვის ...

გამარჯობა, გვინდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ ჩვენს სივრცეში მოგიწვიოთ.  რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა? როგორია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი? ჩვენი გამოცდილებით, ასეთ თემებზე საუბარს თითქმის ყოველთვის ახლავს უხერხულობა, შიში, ნეგატიური დამოკიდებულებები და ზოგ შემთხვევაში ტაბუც. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არასანდოობა ან ზოგადად ამ ინფორმაციისა და გამოცდილებების ნაკლებობა შეიძლება იყოს. ჩვენ გვინდა ეს უხერხული საუბრები ღია საუბრებად ვაქციოთ და თქვენთან ერთად შევუწყოთ ხელი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გავრცელებას და არსებული სტიგმის დაძლევას. გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიებში: გაგვიზიაროთ ისტორიები, გამოცდილებები,  კვლევები,  საინტერესო ლიტერატურა, ემოციები! გამოგვყევით #ესაარაცაა ...

“წიგნი საუკეთესო წამალია” კამპანია ამერიკაში დაფუძნებულ “მიწვდი და წაუკითხეს” მოდელზე შეიქმნა. ამჟამად ამერიკაში 4 მილიონ ბავშვზე მეტი მონაწილეობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული წიგნიერების ხელშემწყობ პროგრამაში.მასში 28 ათასი ექიმი იღებს მონაწილეობას. საქართველოში პროგრამა პირველად კურაციოს კლინიკაში დაინერგა 2014 წელს, თუმცა მალევე შეწყდა. პროექტის მიზანიარაც შეიძლება მეტი ექიმი ჩაერთოს მასში. ვეპატიჟებით ყველა პედიატრს. ექიმის პროგრამაში ჩართვა იმაში მდგომარეობს, რომ  მან მასთან მისულ პატარას წიგნის ხმამაღლა კითხვა გამოუწეროს, რომ წიგნიერი და ჯანმრთელი გაიზარდოს. “იკითხეთ ყოველდღე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეცეპტი? შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი წამალი იყოს, რომელიც მე გამომიწერია ადრეულ ასაკის ბავშვებისათვის”, ამბობს ექიმი დიპეშ ნავსარია, ვისკონსინის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორი. პროგრამის წარმატებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ...