სუიციდის შესახებ: მონაცემები, ახალი ცოდნა, რა ვიღონოთ?
სუიციდის შესახებ: მონაცემები, ახალი ცოდნა, რა ვიღონოთ?
ახალი კვლევის შედეგად, რომელიც 2019 წლის მაისში Journal of pediatrics ში გამოქვეყნდა, სუიციდის მცდელობები საწამლავით დაზიანების სახით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკელ ახალგაზრდებში 2 -ჯერ ხოლო გოგონებსა და ქალებში სამჯერ გაიზარდა. ამერიკაში 18 წლის განმავლობაში 10 დან 24 წლის ასაკის 1.6 მილიონმა ადამიანმა მიმართა თავის მოწამვლის გამო სპეციალურ დაწესებულებას. აქედან 71% გოგონები იყვნენ. განსაკუთრებით გაიზარდა 10-დან 15 წლის ასაკის მოზარდთა შემთხვევები. 12 წლამდე სუიციდი კვლავ იშვიათობად რჩება.თვითმოწამვლა წარმოადგენს ყველაზე უფრო ხშირ მეთოდს სუიციდის მცდელობის და სუიციდის მეთოდებიდან მესამეა, რასაც მიმართავენ ახალგაზდები, განსაკუთრებით გოგონები.ეს მონაცემები საყურადღებოა პრევენციის მეთოდების გასაუმჯობესებლად და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.
რეკომენდაციები:
რეკომენდებულია მომწამვლელი ნივთიერებების სახლიდან მოშორება;
მშობლებმა რეგულარულად უნდა მოიკითხონ საკუთარი შვილების მდგომარეობა, პირდაპირ დაუსვან კითხვები თუ როგორ გრძნობენ თავს, ხომ არ ჰქონიათ სუიციდის მცდელობა. პირდაპირი კითხვები კრიტიკულია თუ სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნები შეინიშნება. კრიზისს კი არ უნდა დაელოდონ, არამედ კითხვები იქამდე ინდა დაისვას, როცა ადამიანი ჯანმრთელად გრძნობს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში შესაძლებელი იყოს დიალოგი სუიციდის თემაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც სუიციდის მცდელობა ჰქონია ან სუიციდზე უფიქრია ხელი მიუწვდებოდეთ სხვადასხვა რესურსებზე: ასეთი შეიძლება იყოს სუიციდის პრევენციის ცხელი ხაზი.
მსოფლიოში 5- დან ერთ ბავშვს აწუხებს ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ მხოლოდ ნახევარი მიმართავს სერვისებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მშობელმა გააკეთოს, ეს არის რომ ბავშვთან ჰქონდეს კომუნიკაცია. მარტივად უნდა მოიკითხოს ბავშვი, როგორ ხასიათზეა ის, გაარკვიოს რატომ არის ცუდ ხასიათზე( თუ ბავშვი ცუდ ხასიათზეა) შემდეგ საუბარი ისე უნდა წარიმართოს, რომ ბავშვი მიხვდეს, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნა დასაშვებია, დიალოგი შეიძლება შეეხოს მიზეზებს. მთავარია, რომ ბავშვმა შეძლოს საუბარი მშობელთან ნეგატიური გამოცდილების შესახებ.
რა ხდება საქართველოში?
ერთი წლის წინ ჩემმა სტუდენტმა მარიამ ცოცხალაშვილმა გამოითხოვა ინფორმაცია სუიციდის მეთოდების შესახებ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შსს ასეთ ინფორმაციას არ ფლობდა.
ასეთ ინფორმაციას არ ფლობდა არც საპატრიარქოს ცხელი ხაზი( ერთადერთი ცხელი ხაზი, რომელიც მოცემული დანიშნულებით ფუნქციონირებს საქართველოში). იმასაც დავძენ, რომ თვითმკვლელობების მცდელობის მონაცემები, რომელიც საქარველოში არსებობს არ შეესაბამება საერთაშორისო გამოცდილებას. თუ საერთოდ მცდელობები სჭარბობს თავად სუიციდის შემთხვევებს, საქართველოში პირიქითაა: რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ მონაცემებს ან არასწორად აგროვებენ , ან ყველა მცდელობა, იმის გამო, რომ სერვისები არ არსებობს, სრულდება სუიციდით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებითhttp://www.ncdc.ge/Pages/User/Documents.aspx?ID=f10b3ffb-da47-4488-94df-2f03764cf3652018 წელს (სამკურნალო ნივთიერებებით, მედიკამენტებით და ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლები, უპირატესად არასამედიცინო დანიშნულების ნივთიერებათა ტოქსიკური მოქმედება და აგრეთვე სხვა გარეშე დაუზუსტებელი მიზეზებით მოწამვლების) 31 000 მდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. იგივე მონაცემი 2015 წელს მაგალითად ,იყო 12 817, ანუ სამი წლის განმავლობაში მონაცემი ორჯერ გაზრდილია. საინტერესოა რატომ? რა კავშირი აქვს ამას სუიციდის მცდელობასთან ან სუიციდთან?