ზოგადი რჩევები – როგორ წავუკითხოთ ბავშვებს
წიგნების კითხვა ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. მტკიცებულებაზე დაფუძნებული წიგნიერების ხელშემწყობი პროგრამები შვილებთან კავშირის გასამყარებლად მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ყოველდღე წაუკითხონ ხმამაღლა.
ზოგადი რჩევები
- გახადეთ კითხვა ყოველდღიურობის ნაწილი, თუნდაც რამდენიმე წუთით.
- გახადეთ ეს პროცესი სახალისო
- კითხვის დროს ისაუბრეთ სურათებზე. აუცილებელი არ არის წიგნის კითხვისას მხოლოდ ამბავზე კონცენტრირება
- კითხვის დროს მიეცით თქვენს ბავშვს საშუალება გადაფურცლოს წიგნი.
- აჩვენეთ თქვენ ბავშვს წიგნის ყდა და აუხსენით, თუ რის შესახებ არის ამბავი.
- კითხვისას თითი გააყოლეთ სიტყვებს.
- გაახმოვანეთ, განსაკუთრებით ცხოველების ხმები, ეს ძალიან სახალისოა.
- აირჩიეთ წიგნები იმ მოვლენების შესახებ რაც თქვენი შვილის ცხოვრებაში ხდება, როგორიცაა სკოლაში ან ბაღში პირველად შესვლა, სტომატოლოგთან წასვლა, შინაური ცხოველის ყიდვა, ან ახალ სახლში გადასვლა.
- გააცოცხალეთ ამბავი. გაახმოვანეთ პერსონაჟები განსხვავებული ხმით.
- დაუსვით ბავშვებს შეკითხვები ამბის შესახებ. შეეკითხეთ თქვენს შვილს, როგორ ფიქრობს, რა მოხდება შემდეგ ?
- მიეცით ბავშვს უფლება დასვას შეკითხვები ამბის შესახებ და ისაუბრეთ მასთან, ნაცნობ საქმიანობასა და ობიექტებზე.
- მოაყოლეთ ბავშვს ამბავი.
- ხშირად ეწვიეთ ბიბლიოთეკას ბავშვთა ერთად;
ბავშვთან ერთად კითხვა
ჩაისვით ბავშვი კალთაში კითხვის დროს.
ბავშვებს უყვართ სქელ ყდასა და სქელ ფურცელზე დაბეჭდილი წიგნები;
ბავშვების სურათებიანი წიგნები
ერთი და იგივე რითმის მქონე სიმღერებისა და მელოდიების გამეორება
თითით დაადეთ ნახატს და დაასახელეთ საგანი- ასე სწავლობენ ბავშვები!
კითხვა თქვენი ერთი წლის ასაკის ბავშვისათვის
მიეცით საშუალება, რომ ბავშვმა იმოძრაოს კითხვის დროს;
დაასათაურეთ, დაასახელეთ ნახატები-ამ გზით სწავლობენ ჩვილები ახალ სიტყვებს;
სადაც არ უნდა იყოთ, წაიკითხეთ ხმამაღლა სხვადასხვა ნიშნები და წარწერები
ჩვილებს უყვართ:
ერთი და იგივე წიგნის კითხვა;
წიგნის კითხვა ძილის წინ;
წიგნის შერჩევა და წიგნის დაჭერა;
წიგნები საჭმელზე, მანქანებზე, ცხოველებზე და ბავშვებზე;
წიგნები, სადაც მცირე რაოდენობით არის სიტყვები;
კითხვა 2 წლის ბავშვთან ერთად
წაიკითხეთ წარწერები და ნიშნები სადაც წააწყდებით;
იქონიეთ სხვა და სხვა სახის წიგნები სახლში და მიეცით ბავშვს საშუალება, რომ აირჩიოს;
ორი წლის ბავშვს უყვარს:
გადაფურცვლაში დახმარება;
სიტყვების( წინადადებების) დასრულება ნაცნობის ამბის მოსმენისას
ნახატის ჩვენება და დასახელება;
გამეორებით ერთი და იგივე წიგნის კითხვა;
სასაცილო წიგნების კითხვა;
წიგნები ცხოველებზე და ცხოველების ხმების მოსმენა;
კითხვა საბაღე ასაკის ბავშვისათვის
მოისვით ბავშვი თქვენ მუხლებთან ახლოს;
დაუსვით კითხვები ამბავთან დაკავშირებით;
მიეცით საშუალება, რომ ბავშვმა ამბავი მოგიყვეთ;
იარეთ ბავშვთან ერთად ბიბლიოთეკაში, რომ ბავშვმა შეძლოს მეტი წიგნების არჩევა;
ბავშვებს ამ ასაკში უყვართ:
უფრო გრძელი ამბები
წიგნები სიტყვების გარეშე;
ანბანიანი და დასათვლელი წიგნები;
წიგნები ოჯახზე, მეგობრებზე, სკოლაში წასვლაზე;
ძილის წინ კითხვა;