წიგნიერების ხელშეწყობა ადრეულ ასაკში პროგრამის ისტორია და მოკლე მიმოხილვა
“წიგნი საუკეთესო წამალია” კამპანია ამერიკაში დაფუძნებულ “მიწვდი და წაუკითხეს” მოდელზე შეიქმნა. ამჟამად ამერიკაში 4 მილიონ ბავშვზე მეტი მონაწილეობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული წიგნიერების ხელშემწყობ პროგრამაში.მასში 28 ათასი ექიმი იღებს მონაწილეობას.
საქართველოში პროგრამა პირველად კურაციოს კლინიკაში დაინერგა 2014 წელს, თუმცა მალევე შეწყდა. პროექტის მიზანიარაც შეიძლება მეტი ექიმი ჩაერთოს მასში. ვეპატიჟებით ყველა პედიატრს. ექიმის პროგრამაში ჩართვა იმაში მდგომარეობს, რომ მან მასთან მისულ პატარას წიგნის ხმამაღლა კითხვა გამოუწეროს, რომ წიგნიერი და ჯანმრთელი გაიზარდოს.
“იკითხეთ ყოველდღე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეცეპტი? შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი წამალი იყოს, რომელიც მე გამომიწერია ადრეულ ასაკის ბავშვებისათვის”, ამბობს ექიმი დიპეშ ნავსარია, ვისკონსინის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორი.
პროგრამის წარმატებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მშობელმა წიგნი ხმამაღლა წაუკითხოს შვილს. ყოველ შემდეგ ვიზიტზე ოჯახს ახალ წიგნს გამოუწერენ. წიგნის ადრეული ასაკიდან კითხვის ხელშეწყობის პროგრამის “მიწვდი და წაუკითხე” ისტორია 1989 წელს ბოსტონის საავადმყოფოში იღებს სათავეს. რამდენიმე პედიატრისა და ბავშვების განმანათლებელთა ინიციატივას მალე სხვა აქტივისტებიც უერთდებიან და პროგრამა სხვა და სხვა შტატებში ვრცელდება. პარალელურად მიმდინარეობს შედეგების მეცნიერული კვლევაც და ნათელი ხდება, რომ წიგნის ხმამაღალი კითხვა ბავშვის გაწიგნიერებას უწყობს ხელს. პროგრამა რამდენიმე წელში მნიშვნელოვნად ვითარდება. კონგრესში შედეგების წარდგენის შემდეგ ის ფედერალურ დაფინანსებას იღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამჟამად ამერიკაში 4946 “მიწვდი და წაუკითხე” პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც 4 მილიონი ბავშვს ემსახურება და რომლის ფარგლებშიც 6.5 მილიონი წიგნის გავრცელება ხდება. ამ პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიუიორკის უნივერსიტეტში პედიატრიისა და ჟურნალისტიკის პროფესორი პერი კლასი განსაკუთრებოთ აღნიშნავს, რომ “მიწვდი და წაუკითხე” მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრამაა და სადავო არ არის, რომ ხმამაღალი კითხვა ბავშვის წიგნიერებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.
მისი თქმით, ადრეული ასაკიდან ბავშვისათვის წიგნის ხმამაღალი კითხვა ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ოჯახს და საუკეთესო რეცეპტია ბავშვის განვითარებისათვის.
კვლევებით დასტურდება, რომ პროგრამაში მონაწილე ბავშვების მიერ ინფორმაციის აღქმის და კითხვის უნარი მნიშვნელოვნად მაღალია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
“მიწვდი და წაუკითხე” პროგრამის მონაწილე მშობლებისთვის წიგნის გამოწერა ოთხჯერ ზრდის მათ მიერ ბავშვისათვის ხმამაღლა კითხვის სიხშირეს.
ამჟამად მსოფლიოში არსებული საზოგადოების აკადემიური კრიზის დასაძლევად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მშობლებისა და ოჯახის კომპონენტის გაძლიერებაა, რაც მიწვდი და წაუკითხე პროგრამის ქვაკუთხედია.ჰარვარდის ოჯახის კვლევის პროექტის ფარგლებში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ბავშვების აკადემიური მოსწრება ბევრად უკეთესია, თუ სწავლის პროცესში მშობლებიც ჩართულნი არიან. ორგანიზაცია მიწვდი და წაუკითხე 28 ათასი სამედიცინო პროფესიონალია ჩართული და რაოდენ საამაყო უნდა იყოს, რომ მათი წყალობით ხდება ბავშვებში სწავლის მოტივაცია, მათი მეხსიერების გამუმჯობესება. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ასეთი ბავშვები მაღალ შეფასებებს იმსახურებენ სკოლაში მისაღები გამოცდის დროს და უფრო კარგად არიან მომზადებულნი სკოლისათვის.
მეცნიერულადაა დამტკიცებული პროგრამის დადებითი ეფექტი ეთნიკური უმცირესობების ოჯახებზე. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ბავშვები იღებენ სარგებელს, არამედ მათი მშობლებიც, რადგან კითხვის დროს მშობლების ენის ცოდნაც ღრმავდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ წიგნები ასეთი ბავშვებისათვის ორენოვანი და ხელმისაწვდომია.
სიღარიბის საკითხი პროგრამისათვის განსაკუთრებულია-ღარიბი ოჯახების ბავშვებს პროგრამა წიგნებით უზრუნველყოფს. ასეთი ერთ-ერთი ოჯახიდან დედამ მადლიერებით აღნიშნა, რომ მეორე ვიზიტისათვის სახლში უკვე ორი წიგნი ჰქონდათ. პირველ და ერთადერთ წიგნს- “მახინჯი იხვის ჭუკს” კი ყოველდღე კითხულობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამაში ჩართულ ბავშვებს უხარიათ ექიმთან ვიზიტზე მისვლა, რადგან იციან, რომ იქ წიგნსაც აჩუქებენ ან გამოუწერენ. მშობლების კმაყოფილების შემსწავლელი კვლევებიც ადასტურებს, რომ პროგრამის მონაწილე ექიმთა მიმართ ნდობა უფრო მაღალია სხვა ექიმებთან შედარებით.
მეცნიერების აზრით, ტექნოლოგიური რევოლუციის მიუხედავად 21 ე საკუნეში წარმატების მისაღწევად, წიგნის კითხვა და კითხვის ცოდნა ამ სამყაროს გასაღებია.
საერთაშორისო სწავლების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული 2011 წლის მონაცემებით, საქართველომ წიგნის კითხვის მიხედვით კვლავ ვერ გადალახა დადგენილი ნორმა,(49 ქვეყნიდან საქართველო ბოლოდან მეთორმეტე ადგილზეა, თუმცა წინა წლებთან შედარებით 2006 -დან 2011 წლამდე მაინც შეინიშნება დადებითი დინამიკა, რაც ექსპერტული მოსაზრებით, განათლების რეფორმისას განხორციელებული კონკრეტული ინტერვენციის – ტრენინგების, სასწავლო პროგრამისა და სახელმძღვანელოების შეცვლის შედეგია.
იგივე კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წიგნიერების განვითარებაში ოჯახის როლზე და ადრეული ასაკიდან წიგნის კითხვას ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.
ინფოგრაფიკი წიგნიერების ხელშეწყობის შესახებ