ხუთი ნიშანი, რომელიც შესაძლოა მიანიშნებს, რომ ადამიანი ემოციურ ტკივილს განიცდის და დახმარება სჭირდება
ხუთი ნიშანი, რომელიც შესაძლოა მიანიშნებს, რომ ადამიანი ემოციურ ტკივილს განიცდის და დახმარება სჭირდება
Personality changes – ქცევის ცვლილება
შესაძლოა, თქვენ შეამჩნიოთ მოულოდნელი და თანდათანობითი ცვლილება ადამიანის ქცევაში: ასეთ დროს ადამიანი თავისი ღირებულებების შეუსაბამოდ იქცევა, ან უბრალოდ, ადამიანი შეცვლილია, სხვანაირია.
Uncharacterizable angry anxious, agitated or moody შეუსაბამოდ ბრაზიანი, აღგზნებული, გაღიზიანებული, უხასიათო
შესაძლოა, თქვენ შენიშნოთ რომ ადამიანი, სულ უფრო ხშირად გამოდის მწყობრიდან და ვერ აკონტროლებს ემოციებს, უჭირს დამშვიდება. ასეთ მდგომარეობაში,ზოგიერთს, ძილის პრობლემებიც უჩნდება. შესაძლოა ასევე, მცირე წინააღმდეგობის გამო უცებ ბრაზისგან აფეთქდეს.
Withdrawal or isolation from other people დისტანცირება, სხვა ადამიანებისგან იზოლაცია
ადამიანი, რომელიც სოციალურად აქტიური იყო, შესაძლოა უცებ გაექცეს საკუთარ ოჯახსა და მეგობრებს და თავი მოარიდოს ისეთ ურთიერთობებს, რაც ადრე სიამოვნებდა. უარეს შემთხვევაში, ადამიანმა შესაძლოა, სამსახურსა და სკოლაში სიარულსაც დაანებოს თავი. ამ დროს ადამიანი უარს ამბობს მისთვის დამახასიათებელ სოციალურ ქცევაზე და ხელმისაწვდომ დახმარებაზე, მათ შორის ადამიანებზე.
May neglect self-care and engage in risky behavior საკუთარ თავზე ზრუნვაზე უარის თქმა, სარისკო ქცევაში ჩართვა
შესაძლოა, თქვენ შეამჩნიოთ, რომ ადამიანი ნაკლებ ყურადღებას უთმობს პირად ჰიგიენას და არაადეკვატურად მსჯელობს. შესაძლოა, ადამიანმა დაიწყოს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, მათ შორის, ალკოჰოლის, ან მიმართოს სხვა თვით-დამაზიანებელ ქცევას, რამაც შესაძლოა მეგობრები, თანამშრომლები და საყვარელი ადამიანები მის საწინააღმდეგოდ განაწყოს.
Overcome with hopelessness and overwhelmed by circumstances- უიმედობა,უსასოება
ხომ არ შეგიმჩნევიათ რომ ადამიანი, რომელიც ოპტიმისტი იყო, ვეღარ პოულობს იმედიანი განწყობის საფუძველს. ეს ადამიანი, შესაძლოა იყოს გახანგრძლივებულ ან გადაჭარბებულ გლოვაში, ჰქონდეს დეპრესია, დანაშაულისა და უსარგებლობის შეგრძნება. ადამიანები ამ სიტუაციაში ამბობენ, რომ სამყარო მათ გარეშე უკეთესი იქნება, და აქვთ სუიციდური აზრები.
If you Recognize That someone in your life is suffering, now what? თუ გაათვითცნობიერე, რომ შენს გვერდით მყოფი იტანჯება, რა უნდა მოიმოქმედო?
შენ უნდა ესაუბრო მას, იყო მასთან ახლოს, ჩაუსახო იმედი და შესთავაზო დახმარება. აჩვენო თანაგრძნობა, ზრუნვა და აღუძრა გამოსავლის პოვნის სურვილი, რომელიც დაკარგული აქვს. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი შესაძლებლობაა.
შესაძლოა, ერთი მცდელობა არ იყოს საკმარისი, და საჭირო გახდეს სხვა თანამოაზრეებთან, დაკავშირება, რომლებმაც თქვენსავით შეამჩნიეს ცვლილებები.
თუ ყველანი უფრო გახსნილი და გულწრფელი ვიქნებით ჩვენს ემოციურ მდგომარეობასთან მიმართებაში, შევძლებთ ტკივილის თავიდან აცილებას და შევამცირებთ ტანჯვას. და ისინი, ვისაც სჭირდება გვერდში დგომა, მიიღებენ დახმარებას, რომელსაც იმსახურებენ.
შეგიძლიათ გაეცნოთ მეტ ინფორმაციას: www.changedirection.org