არსებობს ძლიერი წუხილი იმის შესახებ, რომ მედია ტერორისტულ მოვლენებს იმგვარად აშუქებს, რომ თესავს შიშსა და გაურკვევლობას. ამ დროს ჟურნალისტებს უწევთ, ძალიან რთული და მრავალფეროვანი ტერორისტული მოვლენის დაკავშირება ახალი ამბების ციკლთან. განსაკუთრებით, უახლესი ამბების (breaking news) გაშუქებისას. სირთულეს ის ქმნის, რომ ჟურნალისტებმა ამ დროს ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედონ, თვალი გაუსწორონ რთულ ინფორმაციულ ნაკადებს, რომელზეც პარალელურად ზეგავლენას ახდენენ სახელმწიფო ავტორიტეტები, ონლაინ პლატფორმები და თავად ტერორისტები. არსებობს იმის საშიშროება, რომ ახალი ამბების გაშუქებისას, ჟურნალისტებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყონ ისეთ საჯაროებას, რომელიც ტერორისტებისთვისაა ხელსაყრელი; გაავრცელონ დეზინფორმაცია, იმის გამო რომ რთულია ინფორმაციის გადამოწმება, ასევე, ჟურნალისტები არ ფლობენ საკმარის კონტექსტს(lack of context).იმან, თუ როგორ ფრეიმებს გამოიყენებენ ჟურნალისტები ტერორისტული მოვლენების გაშუქებისას, შესაძლოა გააძლიეროს წინასწარგანწყობები და სტერეოტიპები. სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ართულებს ონლაინ პლატფორმების არსებობა, რომლებიც, ასევე აფორმირებენ ახალ ამბებს, მაგრამ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება. მართალია ეს პლატფორმები საზოგადოებას ეხმარებიან, რომ ის უფრო ინფორმირებული იყოს, მაგრამ მათი ალგორითმები და სარედაქციო პოლიტიკა პრობლემატურია.

რეკომენდაციები:

  • მედიასაშუალებებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სახელმძღვანელო პრინციპები ტერორიზმის გაშუქებისათვის. მათ უნდა ყურადღება მიაქციონ, რა ენას იყენებენ, უნდა გაითვალისწინონ კონტექსტი და ასევე, დაიცვან სიზუსტისა და ბალანსის პრინციპები. ასეთი მოვლენების გასაშუქებლად, ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ მოვლენებზე რეფლექცია, პრობლემებზე დისკუსიის წარმართვა და საუკეთესო მაგალითებზე დაყრდნობით გაშუქების გაუმჯობესება. ზოგადად, ეს პრაქტიკა ფართედ უნდა იყოს გავრცელებული.
  • ჟურნალისტები უნდა იყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალე აუდიტორიასთან იმ ლიმიტირებული ინფორმაციისა და ცოდნის შესახებ, რომელიც მათ აქვთ. გამჭვირვალობა არის ნდობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. სოციალური მედია ნამდვილად წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს, თუმცა, აუცილებელია მისი გადამოწმება და კონტექსტის გათვალისწინება. ფაქტების გადამოწმება არის ყველაზე მნიშვნელოვანი! პრინციპი რომ უმჯობესია იყო სწორი ვიდრე პირველი, არის გასათვალისწინებელი. სისწრაფემ არ უნდა გადაწონოს ინფორმაციის სისწორე. ჟურნალისტები უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცნენ იმას, თუ როგორ ჩარჩოში აქცევენ ისტორიებს. ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ წარსულში მსგავსი ისტორიების გაშუქების გამოცდილება და გაითვალისწინონ, რომ საკითხის გაშუქებისას, არსებობს მრავალფეროვანი წყაროები და კომენტარები. ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და კონტექსტი უნდა კარგად ჩანდეს. ინფორმაციის ვიზუალიზაცია, უფრო კონსტრუქტიული ნარატივები უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც ხელს შეუწყობს ემპათიას, მედეგობას, და ტერორზე ადეკვატურ პასუხებს.

ამონარიდები Tow center- ის მიერ ჩატარებული კვლევიდან

https://www.cjr.org/special_report/journalism_cover_terrorism.php