მედიკამენტების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგის პროექტი
პროექტის ფარგლებში მომზადდა სქელკანიანი სამაგიდო კვლევა მედიკამენტების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის თემაზე. ნაშრომი საჯაროა მასში აღწერილია სფეროში არსებული პრობლემები, გამოკვეთილია ადვოკაციისათვის მნიშვნელოვანი პუნქტები; კვლევის პრეზენტაცია, ისევე როგორც კვლევაში მიმოხილული საკითხების აქტუალიზაცია მოხდა პროექტის მიმდინარეობისას მრავალგზის სხვადასხვა ფორმით: პირისპირი შეხვედრებით შესაბამის სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან; მედიის საშუალებით მრავალგზის პრობლემის აქტივიზაციით; პროექტის მიმდინარეობისას ექსპერტები საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდნენ პრობლემის მიმდინარე საკითხებზე სატელევიზიო პროგრამების( რუსთავი 2, პირველი არხი,… GDS, იმედი, ლიბერალი, ვითანამშრომლეთ ჟურნალისტური საგამომძიებლო ორგანიზაცია სტუდია მონიტორთან, და ჯიპას ჟურნალისტიკის სტუდენტებთან ერთად შეიქმნა ონ-ლაინ რესურსი, სადაც შესაძლებელია ყველა მნიშვნელოვანი კვლევის, ვიდეოს და ისტორიების ნახვა. ეს რესურსი დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას და ქმნის საფუძველს მისი მომავალი განვითარებისათვის. იხ: http://newscafe.ge/pharmastories
2013 წელი. ადამიანის უფლებების თემაზე სოციალური კამპანიების შემუშავება; ადამიანის უფლებების თემაზე მულტიმედიური პროექტის შექმნა. პროექტი დაფინანსებული იყო ფონდი ღია საზოგადოება- საქართველოს მიერ.
2012 წელი. საზოგადოებრივი ინფორმირების, პროფესიონალთა ტრენინიგების, მედია ადვოკაციის და პაციენტთა აქტიური IT-მხარდაჭერის კამპანია C ჰეპატიტის მზარდი გამოწვევების საპასუხოდ.
შემსრულებლები:
1) ააიპ კავშირი „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“
2) ააიპ ”შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო” ფინანსური მხარდამჭერი: ფონდი ღია საზოგადოება -საქართევლო
2011 ევროპის სახლი საქართველოში – პროგრამა ევროპული კავშირები, საგანმანათლებლო პროგრამა უკრაინაში. წარმატებული მედია კამპანიების გაცნობა ჯანმრთელობისა და სოციალურ საკთხებზე.
2010 წელი. არჩევნების მონიტორინგის პროექტი; მედიის თვისობრივი მონიტორინგი, უცხოელი ექსპერტების კონსულტაციები, სატელევიზიო პროგრამის დიზაინი–დაგეგმვა;
2010 წელი. საერთაშორისო მედია- ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადდა მოხსენება – “საქართველოში მედიისა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის განვითარების ხედვა და რეკომენდაციები” პროექტის ავტორი იყო სარმიტე ალერტე. პროექტში მონაწილეობდნენ წამყვანი საერთაშორისო მედია ექსპერტები დიდი ბრტანეთიდან, ბალტიისპირეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ა.შ.შ-დან, საფრანგეთიდან.