Resources

Home / Resources (Page 8)

2015-2016: BBSA- Georgia developed a project with the financial support of the OSI to analyze and identify key and challenging issues in the pharmaceutical market in Georgia. The team of experts analyzed major studies previously undertaken in Georgia.  The information was updated and complemented through the interviews with policy makers, patients, experts and other stakeholders to understand the changes, current trends and challenges. The network of organizations, experts and stakeholders were identified and formed in order to advocate for better policies in terms of accessibility and availability of medicine. The important information resource was created to understand the issue of...

“მარტოხელა დედები" საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი მარტოხელა დედების პრობლემებს წარმოაჩენს, რომელთა შვილებსაც ფსიქიკური პრობელემები აწუხებთ. საქართველოში არ არსებობს მარტოხელა დედების ზუსტი და სრულფასოვანი სტატისტიკა; მათთვის სპეციალური სოციალური დახმარების სისტემა გაუქმებულია. მარტოხელა დედები ვერ სარგებლობენ შეღავათებით სახელმწიფოსა და დამსაქმებლების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული ფულადი შემწეობები კი, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება. ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილების მშობლების მთავარი კითხვაა: რა მოხდება მას შემდეგ, რაც თავად აღარ იქნებიან ამ ქვეყანაზე, ვინ მოუვლის მათ შვილებს. პროექტზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ელენე ჩაჩავა, ჰასმიკ ჰაირაპეტიან, ნატა ბიწაძე, სონა სიმონიან, თამთა თვალავაძე, თეონა გოდერძიშვილი, თიკა კერესელიძე, გიორგი ფარქოსაძე, თიკო გადელია. კურატორი: თიკო ცომაია. ...

ეს ვიდეო ისტორია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე მომზადდა. მონაწილეებმა ფოტოების, ვიდეოს და ხმის საშუალებით ამბის თხრობის ხერხები, ასევე, ვიდეო მონტაჟის საფუძვლები ისწავლეს და ეს ისტორიები შექმნეს.   ...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე შესუსტდა.  დაკარგული გავლენის აღსადგენად, რუსეთი მიმართავს ჰიბრიდულ ომს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ძალის გარდა, ის აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს. ამ ბერკეტებს შორის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, კრემლი სულ უფრო ეფექტიანად იყენებს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას. მისი ეს სტრატეგია ხაზგასმულია 2009 და 2015 წლების რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტებში. ამ ორ დოკუმენტში განსხვავება ისაა, რომ 2015 წლის სტრატეგია კიდევ უფრო მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთს. http://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/IDAN/2017/578016/EXPO_IDA(2017)578016_EN.pdf - Two background elements are of peculiar importance for the European Union to take into account while tackling the ‘Russian strategic challenge’....

რუსული „რბილი ძალა“ ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა და არც საქართველოა გამონაკლისი. ხშირად ვხვდებით ანტი-დასავლურ რიტორიკას სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში. ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრო- რუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს. ბოლო პერიოდში  ქართულ  საზოგადოებაში შეიმჩნევა რუსული ორიენტაციის მხარდაჭერთა ზრდის ტენდენცია. სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ საქართველოს დასავლური არჩევანი ისევ შეუქცევადია. თუმცა ამავე დროს გაზრდილია ე.წ. ჩრდილოეთის ვექტორის მომხრეთა რიცხვიც. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 54% ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის მომხრეა. თუმცა ამავე დროს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. გამოკითხულთა 18% კი მიიჩნევს, რომ...