საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე შესუსტდა.  დაკარგული გავლენის აღსადგენად, რუსეთი მიმართავს ჰიბრიდულ ომს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ძალის გარდა, ის აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს. ამ ბერკეტებს შორის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, კრემლი სულ უფრო ეფექტიანად იყენებს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას. მისი ეს სტრატეგია ხაზგასმულია 2009 და 2015 წლების რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტებში. ამ ორ დოკუმენტში განსხვავება ისაა, რომ 2015 წლის სტრატეგია კიდევ უფრო მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთს.

http://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/IDAN/2017/578016/EXPO_IDA(2017)578016_EN.pdf – Two background elements are of peculiar importance for the European Union to take into account while tackling the ‘Russian strategic challenge’. One is the -ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთის მიზანია მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ინფორმაციული გავლენის და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაზრდა. ასევე, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა. აქედან გამომიდნარე, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ანტი-დასავლური პროპაგანდა – მცდარი , ცრუ ინფორმაციის გავრცელება დასავლეთზე, როგორც კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ სივრცეზე . რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით ვრცელდება იმ ქვეყნებში , რომლებიც ჯერაც არ არიან დასავლური სივრცის წევრები , თუმცა , ღიად აფიქსირებენ ევრო და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სურვილს. სწორედ ამიტომ, რუსეთის  მთავარი სამიზნე რეგიონში ორი ქვეყანა – უკრაინა და საქართველო .

კრემლის პროპაგანდა დასავლეთს და პუტინის ლიბერალ ოპონენტებს წარმოაჩენს „ტრადიციების” მტრებად, რომლებსაც რუსეთში „უცხო ღირებულებების” შეტანა სურთ. ერთ-ერთი სამიზნე განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები არან.2013 წლიდან ლგბტ საკითხები და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპასა და ამერიკაში  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა.პარალელურად, 2013 წლის  რუსეთის დუმამ მიიღო კანონი „ბავშვების თანდასწრებით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.

 

რუსეთის პარალელურად, საქართველოშიც აქტიურად დაიწყო ამ თემის განხილვა და არსებული სტერეოტიპებისა და მითების გამოყენებით, დაიწყო საზოგადოების აგრესიული განწყობების გაძლიერება.ამის კულმნაცია იყო 2013 წლის 17 მაისი. რუსულმა ტელევიზიებმა მაშინვე გააშუქეს ეს ამბავი .

წყარო:რადიო თავისუფლება

პარარელურად უკრაინაშიც აქტუალური გახდა ჰომოფობიური რიტორიკა.საქართველოს მსგავსად 2013 წელს უკრაინაში ლგბტ თემის წარმომადგენლების მსვლელობა ხალხმა დაარბია.

ფოტოგრაფი:Mikhail Golub

საქართველოში, თემის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მთავარი შიში ლგბტ თემის ქორწინების დაკანონებაა. სწორედ ამით მანიპულირებს რუსული პროპაგანდა.  მიუხედავად იმისა, რომ საქარველოში ეს თემა საერდ არ დგას დღს წესრგშ, 2016 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა  გიორგი ტატიშვილის სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ის მოითხოვდა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს დაქორწინება შეძლებოდათ. ლგბტ  ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას გაემიჯნენ და ტატიშვილის ქმედება კრემლის პროვოკაციად შეაფასეს.

უფლებადამცველი ბაია პატარაია თავის ფეისბუკ გვერდზე წერს:„ადრე ტრანსგენდერ მაცაცოდ წოდებული. ჩვეულებრივი კაგებეშნიკი აგენტია და მუდმივად სპეკულირებს ლგბტ თემატიკით. უკლებლივ ყველა ლგბტ ორგანიზაცია საქართველოში ემიჯნება ამ თაღლით ადამინს და აცხადებს, რომ სხვა საკითხები უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დღეს ლგბტ საზოგადოებისათვის საქართველოში, ვიდრე ქორწინება და ნუ წამოვეგებით კრემლის პროვოკაციას. წინასაარჩევნოდ ისევ და ისევ ააქტიურებს რუსეთი ლგბტ თეამტიკას, რომ “გარყვნილი ევროპა” და “ერთმორწმუნე რუსეთის” შორის არჩევანი სათავისოდ წაიყვანოს. ლგბტ თემი მართებულად ემიჯნება ამ მცდარ რიტორიკას და ბინძურ პროვოკაციებს“.

რუსეთში ჰომოფობიური რიტორიკის მთავარი გამავრცელებელი მედიაა. რუსეთის ხელისუფლება თავისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების შესანახად ყოველწლიურად დიდ თანხავს ხარჯავს.რუსეთში არსებული ყველა არხი,გაზეთი თუ რადიო რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშაა . ასევე, ის აფინანსებს ისეთ პროპაგანდისტულ საერთაშორისო მედიასაშუალებებს, როგორიცაა ტელეარხი Russia Today და მულტიმედია სააგენტო Sputnik. საქართველოშიც,“მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის თანახმად,პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელების მთავარი იარაღი მედიაა.

 

საქართველოში რუსულ პროპაგანდას,“მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის მიხედვით, შემდეგი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

სქემა შემდეგია,რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. შემდეგ კი იგივეს აკეთებენ ქართული და უკრაინული პრორუსული მედიები.

„ცოტა ხნის წინ ჰომოსექსუალიზმი გარყვნილებად და ცოდვად ითვლებოდა.თუმცა მეოცე საუნიდან ამ გადახრად ნორმის სტატუსი მოიპოვა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს მიეცათ უფლება ჰყოლოდათ მხარდამჭერები.ამჟამად ნებისმიერი „არა ნორმლურობა“ შეიძლება გახდეს ლეგალიზერებული?ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საშიში რამეზე,როგორიც პედოფილიაა“,-წერს ჟურნალისტი

საქართველოშიც მალევე გავრცელდა მითი იმის შესახებ,რომ დასავლეთში პედოფილია დაკანონდა.“საქართველო და მსოფლიოს“ ჟურნალისტი წერს:„გამოძვერით ღრმა სოროებიდან მზის სინათლეზე, პედოფილებო, და გაიხარეთ, რადგან დადგა თქვენი დროც. ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ აღიარა თქვენი უმძიმესი სენი მხოლოდ და მხოლოდ «სექსუალურ ორიენტაციად».  მსოფლიოში ამ უმსხვილესმა ფსიქიატრიულმა ორგანიზაციამ უკვე მეხუთეჯერ გაუკეთა რედაქტირება თავის სახელმძღვანელოს «ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის თაობაზე» (DSM-5), რომელშიც პედოფილია მოიხსენიება «პედოფილურ სექსუალურ ორიენტაციად» და აღარ განიხილება ავადმყოფობად.“

2013 წლის შემდეგ ქართველმა პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს ამ თემაზე საუბარი.განცხადებების უმრავლესობა ჰომოფობიური განწყობის შემცველია.მაგალითად,2016 წლის 18 მარტს თამაზ მეჭიაურმა შემდეგი განცხადება გააკეთა:““უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია – იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას” იწყებენ ზოგიერთები”

ჰომოფობიური განწყობით გამოირჩევიან რუსული ეკლესიის წარმომადგენლებიც, რომელიც ასევე, რუსეთის ძლიერი პოლიტიკური იაღარია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც იმეორებს რუსი სასულიერო პირების სულისკვეთებას. მათ ერთნაირი, ლგბტ თემის შეურაცმყოფელი რიტორიკა აერთიანებთ, რითიც ლგბტ თემის დემონიზებას ცდილობენ.„დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა“(ილია II, საშობაო ეპისტოლე 2013-2014).

დაცვას ტყუპისცალივით გავს რუსული და ქართული ჰომოფობიური ორგანიზაციებიც. 2011 წლის 25 დეკემბრიდან რუსეთში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „რუსი დედები“ , რომლებიც,მათი თქმით ბავშვებისა და მშობლების უფლებების დაცვას  ცდილობენ.მათი აქციები ეხება ისეთ თემებს როგორებიცაა:სქესობრივი განათლება სკოლაში,ლგბტ თემის წარმომადგენლებთა ქორწილება,პედოფილიისა და ინცესტის დაკანონება.

ეს ორგანიზაცია ირინა ბერგსეტმა ჩამოაყალიბა.მის მიერ გავრცელებული განცხადებები ანტიევროპულია და რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს.საქართველოში კი არსებობს ორგანიზაცია სახელად „მართმადიდებელ მშობელთა კავშირი“.ორგანიზაციის შემქმნელის გამორჩევა ჰომოფობიური განცხადებებით:“რადგან ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის შედეგადაც მამათმავლობა ნორმად დაფიქსირდა, მათდამი მგრძნობელობის გასაზრდელად, ყველა სტრუქტურაში, მათ შორის განათლების სისტემაშიც, პროპაგანდა შემოდის”, – ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში 2016 წლის 19 თებერვალს განაცხადა.აშკარაა ამ ორი ორგანიზაციის იდეოლოგიასა და განცხადებებს შორის მსგავსება.ორივე გამორჩევა ჰომოფიბიური,ანტიდასავლური განწყობით, და რაც მთავარია, არასწორი ინფორმაციის ფლობით და გავრცელებით. მათი ქმედებები ხშირად კომიკურიც კი ხდება, იმდენად არაინფორმირებული და მცდარი წარმოდგენა აქვს იმ საკითხებზე, რომლებსაც აპროტესტებენ.

ზემოთმოყვანილი მაგალითები კარგად გვაჩვენებს,თუ როგორ მოქმედებს რუსული პროპაგანდა საქართველოსა და უკრაინაში.თავად ტერმინი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაც“ რუსული ჰომოფობიური განწყობის ხელოვნურობის საუკეთესო ილუსტრაციაა.ამ ტერმინის გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში მიუთითებს იმაზე , რომ რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს , განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში , რომლებიც ცოტა ხნის წინ საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ და ახლა ევროპისკენ აქვთ გეზი აღებული.სწორედ ესაა რუსეთის მთავარი მიზანი,ხელი შეუშალოს იმ ქვეყნებს , რომლების ღიად აფიქსირებენ ევროინტეგრაციის სურვილს.