“მარტოხელა დედები” საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი მარტოხელა დედების პრობლემებს წარმოაჩენს, რომელთა შვილებსაც ფსიქიკური პრობელემები აწუხებთ.

საქართველოში არ არსებობს მარტოხელა დედების ზუსტი და სრულფასოვანი სტატისტიკა; მათთვის სპეციალური სოციალური დახმარების სისტემა გაუქმებულია. მარტოხელა დედები ვერ სარგებლობენ შეღავათებით სახელმწიფოსა და დამსაქმებლების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული ფულადი შემწეობები კი, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება.

ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილების მშობლების მთავარი კითხვაა: რა მოხდება მას შემდეგ, რაც თავად აღარ იქნებიან ამ ქვეყანაზე, ვინ მოუვლის მათ შვილებს.

პროექტზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ელენე ჩაჩავა, ჰასმიკ ჰაირაპეტიან, ნატა ბიწაძე, სონა სიმონიან, თამთა თვალავაძე, თეონა გოდერძიშვილი, თიკა კერესელიძე, გიორგი ფარქოსაძე, თიკო გადელია.

კურატორი: თიკო ცომაია.