Posted on
28/07/2017
#ესაარაცაა
გამარჯობა, გვინდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ ჩვენს სივრცეში მოგიწვიოთ.
* რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა? *როგორია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი?
ჩვენი გამოცდილებით, ასეთ თემებზე საუბარს თითქმის ყოველთვის ახლავს უხერხულობა, შიში, ნეგატიური დამოკიდებულებები და ზოგ შემთხვევაში ტაბუც.
ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არასანდოობა ან ზოგადად ამ ინფორმაციისა და გამოცდილებების ნაკლებობა შეიძლება იყოს.
ჩვენ გვინდა ეს უხერხული საუბრები ღია საუბრებად ვაქციოთ და თქვენთან ერთად შევუწყოთ ხელი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გავრცელებას და არსებული სტიგმის დაძლევას.
ვეცდებით აქტიურად ჩაგრთოთ საინტერესო დისკუსიებში
: გაგიზიაროთ ისტორიები : : გამოცდილებები : : კვლევები : : საინტერესო ლიტერატურა : ემოციები!
0