წიგნების კითხვა ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. მტკიცებულებაზე დაფუძნებული წიგნიერების ხელშემწყობი პროგრამები შვილებთან კავშირის გასამყარებლად  მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ყოველდღე წაუკითხონ  ხმამაღლა.  

 

ზოგადი რჩევები

 

  • გახადეთ კითხვა ყოველდღიურობის ნაწილი, თუნდაც რამდენიმე წუთით.
  • გახადეთ ეს პროცესი სახალისო
  • კითხვის დროს ისაუბრეთ სურათებზე. აუცილებელი არ არის   წიგნის კითხვისას მხოლოდ  ამბავზე კონცენტრირება
  • კითხვის დროს მიეცით თქვენს ბავშვს საშუალება გადაფურცლოს წიგნი.
  • აჩვენეთ თქვენ ბავშვს წიგნის ყდა და აუხსენით, თუ რის შესახებ არის ამბავი.
  • კითხვისას თითი გააყოლეთ სიტყვებს.
  • გაახმოვანეთ, განსაკუთრებით ცხოველების ხმები, ეს ძალიან სახალისოა.
  • აირჩიეთ წიგნები იმ მოვლენების შესახებ რაც თქვენი შვილის ცხოვრებაში ხდება, როგორიცაა სკოლაში ან ბაღში პირველად შესვლა, სტომატოლოგთან წასვლა, შინაური ცხოველის ყიდვა, ან ახალ სახლში გადასვლა.
  • გააცოცხალეთ ამბავი. გაახმოვანეთ პერსონაჟები განსხვავებული ხმით.
  • დაუსვით ბავშვებს შეკითხვები ამბის შესახებ. შეეკითხეთ თქვენს შვილს,  როგორ ფიქრობს, რა მოხდება შემდეგ ?  
  • მიეცით ბავშვს უფლება დასვას შეკითხვები ამბის შესახებ და ისაუბრეთ მასთან, ნაცნობ საქმიანობასა და ობიექტებზე.
  • მოაყოლეთ ბავშვს ამბავი.
  • ხშირად ეწვიეთ ბიბლიოთეკას ბავშვთა ერთად;

 

ბავშვთან ერთად კითხვა

 

ჩაისვით ბავშვი კალთაში კითხვის დროს.

ბავშვებს უყვართ სქელ ყდასა და სქელ ფურცელზე დაბეჭდილი წიგნები;

ბავშვების სურათებიანი წიგნები

ერთი და იგივე რითმის მქონე  სიმღერებისა და მელოდიების გამეორება

თითით დაადეთ ნახატს და დაასახელეთ საგანი- ასე სწავლობენ ბავშვები!

კითხვა თქვენი ერთი წლის ასაკის ბავშვისათვის

მიეცით საშუალება, რომ ბავშვმა იმოძრაოს კითხვის დროს;

დაასათაურეთ, დაასახელეთ ნახატები-ამ გზით სწავლობენ  ჩვილები ახალ სიტყვებს;

სადაც არ უნდა იყოთ, წაიკითხეთ ხმამაღლა სხვადასხვა ნიშნები და წარწერები

ჩვილებს უყვართ:

ერთი და იგივე წიგნის კითხვა;

წიგნის კითხვა ძილის წინ;

წიგნის შერჩევა და წიგნის დაჭერა;

წიგნები საჭმელზე, მანქანებზე, ცხოველებზე და ბავშვებზე;

წიგნები, სადაც მცირე რაოდენობით არის სიტყვები;

კითხვა 2 წლის ბავშვთან ერთად

წაიკითხეთ წარწერები და ნიშნები სადაც წააწყდებით;

იქონიეთ სხვა და სხვა სახის წიგნები სახლში და მიეცით ბავშვს საშუალება, რომ აირჩიოს;

ორი წლის ბავშვს უყვარს:

გადაფურცვლაში დახმარება;

სიტყვების( წინადადებების) დასრულება ნაცნობის ამბის მოსმენისას

ნახატის ჩვენება და დასახელება;

გამეორებით ერთი და იგივე წიგნის კითხვა;

სასაცილო წიგნების კითხვა;

წიგნები ცხოველებზე და ცხოველების ხმების მოსმენა;

კითხვა საბაღე ასაკის ბავშვისათვის

მოისვით ბავშვი თქვენ მუხლებთან ახლოს;

დაუსვით კითხვები ამბავთან დაკავშირებით;

მიეცით საშუალება, რომ ბავშვმა ამბავი მოგიყვეთ;

იარეთ ბავშვთან ერთად ბიბლიოთეკაში, რომ ბავშვმა შეძლოს მეტი წიგნების არჩევა;

ბავშვებს ამ ასაკში უყვართ:

უფრო გრძელი ამბები  

წიგნები სიტყვების გარეშე;

ანბანიანი და დასათვლელი წიგნები;

წიგნები ოჯახზე, მეგობრებზე, სკოლაში წასვლაზე;

ძილის წინ კითხვა;