Resources

Home / Resources (Page 2)

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე შესუსტდა.  დაკარგული გავლენის აღსადგენად, რუსეთი მიმართავს ჰიბრიდულ ომს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ძალის გარდა, ის აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს. ამ ბერკეტებს შორის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, კრემლი სულ უფრო ეფექტიანად იყენებს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას. მისი ეს სტრატეგია ხაზგასმულია 2009 და 2015 წლების რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტებში. ამ ორ დოკუმენტში განსხვავება ისაა, რომ 2015 წლის სტრატეგია კიდევ უფრო მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთს. http://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/IDAN/2017/578016/EXPO_IDA(2017)578016_EN.pdf - Two background elements are of peculiar importance for the European Union to take into account while tackling the ‘Russian strategic challenge’....

რუსული „რბილი ძალა“ ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა და არც საქართველოა გამონაკლისი. ხშირად ვხვდებით ანტი-დასავლურ რიტორიკას სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში. ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრო- რუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს. ბოლო პერიოდში  ქართულ  საზოგადოებაში შეიმჩნევა რუსული ორიენტაციის მხარდაჭერთა ზრდის ტენდენცია. სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ საქართველოს დასავლური არჩევანი ისევ შეუქცევადია. თუმცა ამავე დროს გაზრდილია ე.წ. ჩრდილოეთის ვექტორის მომხრეთა რიცხვიც. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 54% ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის მომხრეა. თუმცა ამავე დროს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. გამოკითხულთა 18% კი მიიჩნევს, რომ...