Author: Tiko Tsomaia

მთავარი / Articles posted by Tiko Tsomaia

გრეჰემ თორნიკროფტი - ფედერაცია "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" გამგეობის თავმჯდომარე, ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი. 10 ოქტომბერთან დაკავშირებით გთავაზობთ გრეჰემ თორნიკროფტთან ინტერვიუს შეჯამებასა და ამონარიდებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ დიდი მოღვაწის შეფასებები საყურადღებოა ქართველი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიული თემისათვის. წელს თორნიკროფტი თბილისში ორდღიანი კონფერენციის - „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის შეფასების“ ფარგლებში იმყოფებოდა. ის ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების სერვისების სტანდარტებზე სამუშაოდ ფონდ - “ღია საზოგადოება -საქართველოს” მოწვევით ჩამოვიდა. თორნიკროფტმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ის შეეხო იმ ნაპრალს, რომელიც დაბალ და საშუალო განვითარების ქვეყნებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საჭიროების მიუხედავად, სამედიცინო სერვისებით...

პროპაგანდის თემაზე საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური ნაშრომის დაჯილდოების ცერემონია ორშაბათს, 25 სექტემბერს ფრონტლაინ კლუბში გაიმართა. ჟიურიმ ორი საუკეთესო ნამუშევარი 200 ევროს ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველა სხვა ავტორსაც 50 ევროს ფულადი პრიზები გადაეცათ კონკურსში მონაწილეობისა და გაწეული ძალისხმევისათვის. კონკურსი ექსკლუზიურად ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამების ჟურნალისტიკის სტუდენტების ინტენსიური ტრენინგის მონაწილეთთვის გამოცხადდა. ეს ტრენინგი შავი და ბალტიის ზღვის ალიანსისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრ “RE:Baltika” - ს დახმარებით ჩატარდა. სემინარის განმავლობაში მონაწილეები საგამოძიებო ჟურნალისტიკის უნარებს დაეუფლნენ, რაც მათ ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის გამოვლენასა და ზუსტი ფაქტების დადგენაში დაეხმარება. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებმა ინსტრუქტორებთან, ნინო დანელიასა და სალომე უგულავასთან ერთად 6-8 კვირის განმავლობაში იმუშავეს. მუშაობის...

პროექტის ფარგლებში მომზადდა სქელკანიანი სამაგიდო კვლევა მედიკამენტების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის თემაზე. ნაშრომი საჯაროა მასში აღწერილია სფეროში არსებული პრობლემები, გამოკვეთილია ადვოკაციისათვის მნიშვნელოვანი პუნქტები; კვლევის პრეზენტაცია, ისევე როგორც კვლევაში მიმოხილული საკითხების აქტუალიზაცია მოხდა პროექტის მიმდინარეობისას მრავალგზის სხვადასხვა ფორმით: პირისპირი შეხვედრებით შესაბამის სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან; მედიის საშუალებით მრავალგზის პრობლემის აქტივიზაციით; პროექტის მიმდინარეობისას ექსპერტები საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდნენ პრობლემის მიმდინარე საკითხებზე სატელევიზიო პროგრამების( რუსთავი 2, პირველი არხი,… GDS, იმედი, ლიბერალი, ვითანამშრომლეთ ჟურნალისტური საგამომძიებლო ორგანიზაცია სტუდია მონიტორთან, და ჯიპას ჟურნალისტიკის სტუდენტებთან ერთად შეიქმნა ონ-ლაინ რესურსი, სადაც შესაძლებელია ყველა მნიშვნელოვანი კვლევის, ვიდეოს და ისტორიების ნახვა. ეს რესურსი დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას და ქმნის საფუძველს მისი მომავალი...

“წიგნი საუკეთესო წამალია” კამპანია ამერიკაში დაფუძნებულ “მიწვდი და წაუკითხეს” მოდელზე შეიქმნა. ამჟამად ამერიკაში 4 მილიონ ბავშვზე მეტი მონაწილეობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული წიგნიერების ხელშემწყობ პროგრამაში.მასში 28 ათასი ექიმი იღებს მონაწილეობას. საქართველოში პროგრამა პირველად კურაციოს კლინიკაში დაინერგა 2014 წელს, თუმცა მალევე შეწყდა. პროექტის მიზანიარაც შეიძლება მეტი ექიმი ჩაერთოს მასში. ვეპატიჟებით ყველა პედიატრს. ექიმის პროგრამაში ჩართვა იმაში მდგომარეობს, რომ  მან მასთან მისულ პატარას წიგნის ხმამაღლა კითხვა გამოუწეროს, რომ წიგნიერი და ჯანმრთელი გაიზარდოს. “იკითხეთ ყოველდღე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეცეპტი? შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი წამალი იყოს, რომელიც მე გამომიწერია ადრეულ ასაკის ბავშვებისათვის”, ამბობს ექიმი დიპეშ ნავსარია, ვისკონსინის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორი. პროგრამის წარმატებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ...

წიგნების კითხვა ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. მტკიცებულებაზე დაფუძნებული წიგნიერების ხელშემწყობი პროგრამები შვილებთან კავშირის გასამყარებლად  მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ყოველდღე წაუკითხონ  ხმამაღლა.     ზოგადი რჩევები   გახადეთ კითხვა ყოველდღიურობის ნაწილი, თუნდაც რამდენიმე წუთით. გახადეთ ეს პროცესი სახალისო კითხვის დროს ისაუბრეთ სურათებზე. აუცილებელი არ არის   წიგნის კითხვისას მხოლოდ  ამბავზე კონცენტრირება კითხვის დროს მიეცით თქვენს ბავშვს საშუალება გადაფურცლოს წიგნი. აჩვენეთ თქვენ ბავშვს წიგნის ყდა და აუხსენით, თუ რის შესახებ არის ამბავი. კითხვისას თითი გააყოლეთ სიტყვებს. გაახმოვანეთ, განსაკუთრებით ცხოველების ხმები, ეს ძალიან სახალისოა. აირჩიეთ წიგნები იმ მოვლენების შესახებ რაც თქვენი შვილის ცხოვრებაში ხდება, როგორიცაა სკოლაში ან ბაღში პირველად შესვლა,...

წიგნების კითხვა ხელს უწყობს ტვინის განვითარებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული წიგნიერების ხელშემწყობი პროგრამები შვილებთან კავშირის გასამყარებლად  მშობლებს მოუწოდებს ბავშვებს ყოველდღე წაუკითხონ  ხმამაღლა   ზოგადი რჩევები გახადეთ კითხვა ყოველდღიურობის ნაწილი, თუნდაც რამდენიმე წუთით. გახადეთ ეს პროცესი სახალისო კითხვის დროს ისაუბრეთ სურათებზე. აუცილებელი არ არის   წიგნის კითხვისას მხოლოდ  ამბავზე კონცენტრირება კითხვის დროს მიეცით თქვენს ბავშვს საშუალება გადაფურცლოს წიგნი. აჩვენეთ თქვენ ბავშვს წიგნის ყდა და აუხსენით, თუ რის შესახებ არის ამბავი. კითხვისას თითი გააყოლეთ სიტყვებს. გაახმოვანეთ, განსაკუთრებით ცხოველების ხმები,  ეს ძალიან სახალისოა. აირჩიეთ წიგნები იმ მოვლენების შესახებ რაც თქვენი შვილის ცხოვრებაში ხდება, როგორიცაა სკოლაში ან ბაღში პირველად შესვლა, სტომატოლოგთან...