Author: BBSA-bbsa

მთავარი / Articles posted by BBSA-bbsa

ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების მხარადასაჭერად მუსიკა ჯანმრთელობისათვის ...

გამარჯობა, გვინდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ ჩვენს სივრცეში მოგიწვიოთ.  რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა? როგორია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი? ჩვენი გამოცდილებით, ასეთ თემებზე საუბარს თითქმის ყოველთვის ახლავს უხერხულობა, შიში, ნეგატიური დამოკიდებულებები და ზოგ შემთხვევაში ტაბუც. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არასანდოობა ან ზოგადად ამ ინფორმაციისა და გამოცდილებების ნაკლებობა შეიძლება იყოს. ჩვენ გვინდა ეს უხერხული საუბრები ღია საუბრებად ვაქციოთ და თქვენთან ერთად შევუწყოთ ხელი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გავრცელებას და არსებული სტიგმის დაძლევას. გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიებში: გაგვიზიაროთ ისტორიები, გამოცდილებები,  კვლევები,  საინტერესო ლიტერატურა, ემოციები! გამოგვყევით #ესაარაცაა ...

“მარტოხელა დედები" საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი მარტოხელა დედების პრობლემებს წარმოაჩენს, რომელთა შვილებსაც ფსიქიკური პრობელემები აწუხებთ. საქართველოში არ არსებობს მარტოხელა დედების ზუსტი და სრულფასოვანი სტატისტიკა; მათთვის სპეციალური სოციალური დახმარების სისტემა გაუქმებულია. მარტოხელა დედები ვერ სარგებლობენ შეღავათებით სახელმწიფოსა და დამსაქმებლების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული ფულადი შემწეობები კი, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება. ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილების მშობლების მთავარი კითხვაა: რა მოხდება მას შემდეგ, რაც თავად აღარ იქნებიან ამ ქვეყანაზე, ვინ მოუვლის მათ შვილებს. პროექტზე მუშაობდნენ ჟურნალისტები: ელენე ჩაჩავა, ჰასმიკ ჰაირაპეტიან, ნატა ბიწაძე, სონა სიმონიან, თამთა თვალავაძე, თეონა გოდერძიშვილი, თიკა კერესელიძე, გიორგი ფარქოსაძე, თიკო გადელია. კურატორი: თიკო ცომაია. იხილეთ აქ : http://www.newscafe.ge/index.php/en/humanrightsc/1141-2014-05-02-12-01-34 ...